ზუსტად 2 წლის წინ, 2018 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა. ასტანაში, “ჯვაროსნებმა” უეფას ერთა ლიგის გახსნით შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა და ყაზახეთის ნაკრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. მატჩი გიორგი ჩაკვეტაძის ბენეფისად იქცა, რომელმაც ჯერ 69-ე წუთზე ულამაზესი ბურთი შეაგდო, რაც ტურნირის დაარსებიდან პირველი გოლი გახლდათ, 5 წუთში კი საგოლე კომბინაცია თავად […]