ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ,,როსტოვთან” მოგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: ,,ვერ ვიტყოდი, რომ ხვიჩა შესამჩნევი არ ყოფილა. მან არაერთ სახიფათო მომენტში მიიღო მონაწილეობა, რამდენიმეჯერ დაარტყა და რამდენიმე პასიც გააკეთა. უბრალოდ, ყველა ელოდება, რომ ის ყოველთვის 5 კაცს მოატყუებს, ეს კი, სამწუხაროდ, შეუძლებელია. შეიძლება თუ არა ევროპული გრანდების დაინტერესება ხვიჩაზე ფსიქოლოგიურად ცუდად აისახოს? […]