ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ფაბრიციოს Twitch-ის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მომხმარებელმა 20 წლის ქართველის შესახებ ჰკითხა, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო. “3 თვის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც მითხრა: “ფაბრიციო, შეხედე ხვიჩას”. ვნახე მისი თამაში და შემიძლია ვთქვა, რომ კლუბი, რომელიც კვარაცხელიას დაიმატებს, მიიღებს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს. მან […]