“კვარაცხელიას მუდმივი ტრავმა აქვს” – ლეონიდ სლუცკი ქართველის მდგომარეობაზე საუბრობს
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მარცხენა ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. ქართველი გარემარბის ყაზანის “რუბინი” სეზონის მეორე ნახევრისთვის ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს თურქეთში, ანტალიის ქალაქ ბელეკში გადის, რომლის ფარგლებშიც ამხანაგურ შეხვედრაში “კრილია სოვეტოვს” დაუპირისპირდა (5:0). მატჩის 38-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს, როგორც შემდეგ გაირკვა, ამის მიზეზი ტრავმა აღმოჩნდა. რუსული მედია წერს, რომ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს მუხლის […]
განახლებული ფასები – კვარაცხელიას ღირებულება 2-ჯერ გაიზარდა
მას შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეული პაუზა დასრულდა და სხვადასხვა ლიგაში ფეხბურთი განახლდა, Transfermarkt-მა მოთამაშეთა სატრანსფერო ღირებულებების განახლება გადაწყვიტა. ცვლილებები შეეხო ქართველ ფეხბურთელებსაც, უფრო მეტად კი, იმათ, ვინც რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობენ. სამწუხაროდ, კვლავ რეგრესს განიცდის საბა კვირკველია. ქართველი მცველი 1.5 მილიონი ევროთი გაიაფდა და ახლა მისი ფასი 5 მილიონს შეადგენს. იყო დრო, როდესაც საბა “ლოკომოტივში” მუდმივად […]
ლეონიდ სლუცკი: “კვარაცხელია მხოლოდ დრიბლიორი-მოცეკვავე არ არის”
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თავისი გუნდის და საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭის და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. “ხვიჩა დიდი ტალანტია. ის არსებულ ნიჭს კარგად იყენებს და მისი შეკვეცა და ხელის შეშლა მარტივი არ არის. ხვიჩა ძალიან სწრაფია, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი. ის მხოლოდ დრიბლიორი-მოცეკვავე არ არის, როგორც ამას ბევრი ფიქრობს. მას აქვს ყველაზე დიდი […]
ხვიჩა კვარაცხელიამ კაირატთან მატჩში ტრავმა მიიღო
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინის” სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე დაშავდა. თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე შეკრების ფარგლებში, 20 წლის ქართველმა ვინგერმა ალმაატის “კაირატის” წინააღმდეგ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მე-11 წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო, თუმცა პირველი ნახევრის დასრულებამდე მოედანი იძულებით დატოვა. ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალა, თუმცა როგორც რუსული პრესა წერს, ეს დაგეგმილი ცვლილება […]
რუბინის მთავარი მწვრთნელი: ,,პირდაპირ ვამბობ – კვარაცხელიას სეზონის ბოლომდე თამაშის შანსი აქვს”
ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა: ,,ყოველთვის რთულია, კატეგორიულად ისაუბრო იმაზე თუ რა და როგორ იქნება… პირდაპირ ვამბობ: სეზონის ბოლომდე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შანსები არსებობს,” – სლუცკის სიტყვებს რუბინის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს. კვარაცხელიამ ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში, ,,ურალთან” მატჩის 32-ე წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. რამდენიმე დღის წინ, […]
რუსული მედია | კვარაცხელიას ტრანსფერს ევრო 2020 აფერხებს
ყაზანის „რუბინი“ სეზონისთვის ემზადება და მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის საფიქრალი აქვს – გუნდში 11 ლეგიონერია, რუსეთის ჩემპიონატის განაცხადში კი მხოლოდ რვა უცხოელის შეყვანაა ნებადართული. გამოცემა „ბიზნეს-ონლაინი“ ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, „რუბინს“ ზურიკო დავითაშვილიც დატოვებს. დავითაშვილი კვარაცხელიას შემცვლელად განიხილებოდა, მაგრამ ამ პოზიციაზე სეიად ჰახშაბანოვიჩი დაიმატეს. „ხვიჩას გარდა, „რუბინს“ ახლა 11 უცხოელი ჰყავს, მხოლოდ რვა მათგანი უნდა დარჩეს გუნდში. […]
რუსული მედია: ხვიჩა კვარაცხელია რუბინში რჩება
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე, რუსული სპორტული მედია ყაზანის “რუბინის” გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებზე ლიმიტი არის დაწესებული: გუნდებს განაცხადში რვაზე მეტ უცხოელის შეყვანა არ შეუძლიათ. რუსული მედია კი იტყობინება, რომ “რუბინი” 3 ლეგიონერის გაშვებას გეგმავს, რათა ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯე დესპოტოვიჩი და ახალწვეული, ანდერს დრეიერი გუნდში დაარეგისტრიროს. წინასწარი ინფორმაციით, “რუბინი” სილვიე […]
რუბინის დირექტორი: “ხვიჩას წასვლით ძალიან დამწუხრებული ვარ”
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” ოფიციალურად დატოვა. ქართველი ფეხბურთელი კარიერას დროებით “დინამო ბათუმში” გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერის შემდეგ, კომენტარი გააკეთა რუსული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ. “კვარაცხელიას წასვლა “რუბინისთვის” დიდი დანაკლისია. ხვიჩას წასვლით ძალიან დამწუხრებული ვარ. უნდოდა თუ არა მას გუნდის დატოვება? ამაზე საუბარი არ მინდა. უსული კლუბებიდან წასვლის უფლება ახლა ყველა ლეგიონერს, ამ შესაძლებლობით ხვიჩამაც ისარგებლა. […]
დავითაშვილმა რუბინში კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა (ვიდეო)
პირველი კომენტარი – რამდენად მძიმეა კვარაცხელიას ტრავმა?
რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. “დინამო მოსკოვის” მცველის უხეში თამაშის გამო, ქართველმა ფეხბურთელმა ცხვირი დაიზიანა. ექიმებმა ხვიჩა მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა Sport24.ru-ის ჟურნალისტმა არარატ მამბრეიანმა. “ხვიჩამ ტვინის შერყევა და ცხვირის დაზიანება მიიღო. ტრავმის რა სიმძიმეა, გატეხილია თუ არა ცხვირი, ჯერჯერობით არ შეიძლება, რომ ითქვას. ამის შესახებ […]
სლუცკი: “კვარაცხელია კვლავ საქართველოშია”
“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ “ცსკა”-სთან მოგებული შეხვედრის (1:0) შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველ ფეხბურთელს 11 ნოემბერს სანაკრებო პაუზაზე კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც მას ჯერ არ უთამაშია. “ეროვნულ ნაკრებში მისი დიაგნოზის გამოცხადების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ხვიჩა კვლავ საქართველოშია და ველოდებით შესაძლებლობას, რომ ის დავიბრუნოთ. სტარფელტი და ინ-ბომი დაბრუნდნენ, მიუხედავად იმისა, […]
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი რუბინისთვის ისტორიული გამოდგა
რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “უფას” კარში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და ყაზანის “რუბინს” მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. გარდა იმისა, რომ 20 წლის ტალანტმა პირადი სტატისტიკა გააუმჯობესა და სეზონში უკვე 3 გოლსა და 8 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი, ჯიმი ტაბიძის გუნდის კარის დალაშქვრა მისი კლუბისთვის ისტორიული გამოდგა. […]