მოსკოვის ,,სპარტაკის” შემტევი, ქვინსი პრომესი ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას De Telegraaf-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გუშინ გამოქვეყნდა ფეხბურთელისა და მისი მამის ჩანაწერი, სადაც პრომესი ბიძაშვილის მოკვლის სურვილზე საუბრობდა. როგორც De Telegraaf-ი წერს, ნიდერლანდელის სატელეფონო საუბრის მოსმენის მიზეზი, მისი ნარკოდანაშაულთან კავშირია. გამოძიების ვერსიით, პრომესმა და მისმა ოჯახმა ფული 4000 კილოგრამი კოკაინის კონტრაბანდაში ჩადეს. […]