ადამიანი, რომლის უშუალო მონაწილეობითაც “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერების განხორციელება, ისტორიის დაწერა და 33-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში რიგით მესამე სკუდეტოს მოგება მოახერხა, ნეაპოლურ კლუბს ტოვებს. ის, რაზეც საუბარი იტალიურ მედიაში მთელი წლის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიდიოდა, გაოფიციალურებასთან ძალიან ახლოსაა – კლუბის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ამ პოზიციას უკვე ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. Radio Marte-ს გადაცემა Forza […]