პორტუგალიის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთს 27:10 მოუგო და ტურნირის ფინალში გავიდა. პორტუგალიელებმა პირველი ტაიმი 7:10 დათმეს, თუმცა მეორე ნახევარში მატჩში გარდატეხა შეიტანეს, ორი ლელო დადეს და შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური მატჩი ხვალ, თბილისში, საქართველოსა და რუმინეთს შორის გაიმართება. შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველო პლეი-ოფში პირველად თამაშობს. […]
ოფიციალურად: 2023 წლის რაგბი ევროპის ფინალი ესპანეთში გაიმართება
რაგბი ევროპის ჩემპიონატმა ტრანსფორმაცია განიცადა და მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად „ა“ ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, „ბ“ ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თებერვლის პირველ სამ კვირაში გაიმართება. ბორჯღალოსნები 5 თებერვალს გერმანიას „ავჭალაზე“ (13 საათი) მასპინძლობენ; 11 თებერვალს ნიდერლანდებს […]
წლის პირველი მატჩისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციან განაცხადში გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფი სამივე დებიუტანტი შეიყვანა. ფრთა ოთარ ლაშხი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და ბურჯი სერგო აბრამიშვილი კი მარქაფაში არიან. სამივე მორაგბეს სამწვრთნელო შტაბი დიდი ხანია აკვირდება, თუმცა აქამდე მათი საქმეში ხილვის შესაძლებლობა არ მისცემიათ. მათ გარდა განაცხადში 8 ისეთი მორაგბეა, რომელთაც 10-ზე ნაკლები კეპი აქვთ. სასტარტო […]
რაგბი ევროპა | ყველაფერი ახალი ფორმატის შესახებ
უკანასკნელ ათწლეულში “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დომინანტ ძალად ჩამოყალიბდნენ. გამონაკლისი არც 2022 წელი გამოდგა – მართალია პირველ ტურში, თბილისში, “მიხეილ მესხზე” პორტუგალიის წინააღმდეგ გამართული მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. 2022 | ქართული რაგბის ტრიუმფი! ოფიციალურად | 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 8 ერი იასპარეზებს ნინიაშვილი და […]
რაგბი ევროპის 2023 წლის გათამაშება ახალი ფორმატით ჩატარდება
საქართველოს მიერ მრავალგზის მოგებული რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით და გუნდების გაზრდილი რაოდენობით ჩატარდება. ნაკრებთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, რომლებიც ორ 4 გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო A ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო B ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი იასპარეზებენ. “ბორჯღალოსნები” პირველ მატჩს 4 თებერვალს გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ. შემდეგ შეხვედრაში 11-ში ნიდერლანდებს […]
ოფიციალურად | 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 8 ერი იასპარეზებს
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგია, გერმანია და პოლონეთიც იასპარეზებენ. აღნიშნული ინფორმაცია, რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ რაგბი ევროპის რანგით მეორე ტურნირის (“ალაფი”) ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი რაგბი ევროპის ჩემპიონატში აღზევდებოდნენ, ამასთანავე, ელიტიდან არავინ დაქვეითდებოდა. “ალაფის” გამარჯვებული ბელგია გახდა, მეორე ადგილი კი პოლონეთმა დაიკავა. გამომდინარე იქიდან, […]
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 8 ერი იასპარეზებს
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. 🏆 🇪🇺 | What a season. Here is the final […]
დიდი ფინალი – ბორჯღალოსნები ესპანეთისთვის დაირაზმნენ | შემადგენლობა
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. საქართველო 20 მარტს (18 საათზე), „დინამო არენაზე“ ესპანეთს მასპინძლობს და ტიტულის მე-14-ედ მოსაპოვებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ბუქარესტში რუმინეთთან 26:23 მოგებული მატჩის შემდეგ ხაზი უცვლელი დარჩა, შერკინებაში კი 4 ცვლილებაა. ძირითადში არიან ტრავმიდან დაბრუნებული ბექა გორგაძე და ოთარ გიორგაძე, რომელმაც წინა შეხვედრა კოვიდის გამო […]
ოფიციალურად: საქართველო რუსეთის მატჩს 50% დაესწრება
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” დაპირისპირება 27 თებერვალს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე გაიმართება. თავდაპირველად მატჩზე დასწრება მხოლოდ 33%-ს შეეძლო, თუმცა რაგბის კავშირმა საკოორდინაციო საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ სტადიონზე დაიშვას გულშემატკივრების 100%. საკოორდინაციო საბჭომ რაგბის კავშირს 100%-იან დასწრებაზე უარი უთხრა, თუმცა 33%-იდან დასწრება 50%-მდე […]
რაგბი ევროპა – საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნების” პირველი მატჩი, 6 თებერვალს, “მესხზე”, 15:00 საათზე გაიმართება. პორტუგალიასთან მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილის 23-კაციან განაცხადში ოთხი დებიუტანტი მოხვდა. “ბორჯღალოსანთა” რიგებში პირველ კეპს სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ნიორაძე, ნიკო აფციაური და დავით მესხი მოიხვეჭენ.
რაგბი ევროპა 2022 | ბორჯღალოსნების კალენდარი ცნობილია
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის კალენდარი გამოქვეყნდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, პირველ შეხვედრას პორტუგალიის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნები” შინ სამ შეხვედრას გამართავენ, სტუმრად კი ნიდერლანდებსა და რუმინეთს დაუპირისპირდებიან. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშება 5 თებერვალს, ესპანეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირებით აიღებს სტარტს და 20 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის შერკინებით დასრულდება. 2023 […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების მომდევნო მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია
მარტში გამართული მატჩების წარმატებით დასრულების შემდეგ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მომდევნო მატჩების გამართვის თარიღი ცნობილი გახდა. რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მორიგ შეხვედრას 26 ივნისს გამართავს. 26 ივნისს, თბილისის დროით 16:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბელგიას ან ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მატჩის […]