2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” დაპირისპირება 27 თებერვალს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე გაიმართება. თავდაპირველად მატჩზე დასწრება მხოლოდ 33%-ს შეეძლო, თუმცა რაგბის კავშირმა საკოორდინაციო საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ სტადიონზე დაიშვას გულშემატკივრების 100%. საკოორდინაციო საბჭომ რაგბის კავშირს 100%-იან დასწრებაზე უარი უთხრა, თუმცა 33%-იდან დასწრება 50%-მდე […]