საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დღეს ქუთაისში, გერმანია 53:3 დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი 1 ტურით ადრე მოიგო. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ჩემპიონობა ძალიან კარგია, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება რუსეთის ნაკრებთა მოგება იქნება. ეს ყველაზე მეტად გაგვიხარდება,” – თქვა შარიქაძემ.