4 ერი – ავსტრალია 37:39 ახალი ზელანდია | მიმოხილვა
განახლებული რეიტინგი | ბორჯღალოსნები კვლავ დაქვეითდნენ, ირლანდია რეიტინგის სათავეში
რაგბის საზაფხულო ტესტ-მატჩები დასრულებულია. შაბათ-კვირას (16-17 ივლისს) ტესტ-მატჩები გაიმართა, ხოლო დღეს, ორშაბათს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: მსოფლიო რეიტინგის სათავეშია ირლანდიის ნაკრები 90.03 ქულით, რომელთაც შაბათს, ახალი ზელანდიის ნაკრები ზედიზედ მეორედ დაამარცხეს და სერიაში გამარჯვება მოიპოვეს. ამ გამარჯვებით “სამყურებმა” 1.24 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს და მეორე პოზიციიდან პირველ ადგილზე აღზევდნენ.მსოფლიო რეიტინგის მე-2 ადგილს […]
Planet Rugby-ს კვირის სიმბოლურ გუნდში 4 ქართველი მოხვდა
ახლა, როდესაც ივლისის საერთაშორისო ტესტ-მატჩების მეორე თამაშებზე დიდი სენსაციები მოხდა, Planet Rugby-მ შეადგინა მეორე კვირის საუკეთესო XV-ეული. RugbyPass – ,,უმჯობესია, 6 ერისგან მოწვევა მეილზე მალე იყოს” World Rugby: ,,ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის” “კვირის გამორჩეული ლელო…” – World Rugby საქართველოს ნაკრების ლელოს გამოეხმაურა დავით ნინიაშვილი ზაფხულის ტესტების ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა ბორჯღალოსნების ტრიუმფი – როგორ ეხმაურებიან ჟურნალისტები […]
10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, 28:19 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორე ლელოს, რომელიც თედო აბჟანდაძემ, დავით ნინიაშვილის საოცარი მოქმედების შემდეგ გაიტანა, მსოფლიო რაგბი (World Rugby) სოციალურ […]
რაგბის საზაფხულო ტესტ-მატჩები დასკვნით ფაზაში შედის. შაბათ-კვირას (9-10 ივლისს) ტესტ-მატჩები გაიმართა, ხოლო დღეს, ორშაბათს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: მსოფლიო რეიტინგის სათავეშია საფრანგეთის ნაკრები 89.41 ქულით. მსოფლიო რეიტინგის მე-2 ადგილს ირლანდია იკავებს, რომელთაც შაბათს, ახალი ზელანდიის ნაკრები 12:23 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით “სამყურებმა” 1.54 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს და მეოთხე პოზიციიდან მეორეზე აღზევდნენ. მსოფლიო რეიტინგის […]
იტალიის ნაკრების მწვრთნელი: “დავით ნინიაშვილი უბრალოდ საოცრებაა….”
10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (28:19). საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, „ბორჯღალოსანთა“ გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელ წლებში, „ბორჯღალოსანთა“ პროგრესისა და 6 ერში იტალიის სუსტი ასპარეზობის ფონზე, სარაგბო სამყარო უპრესტიჟულესი ევროპული სარაგბო სანაკრებო ტურნირის ფორმატის ცვლილების […]
10 ივლისს, “ბორჯღალოსნები” ისტორიულ ტესტ-მატჩს იტალიის წინააღმეგ გამართავენ. შეხვედრა ბათუმში „ბათუმი არენაზე“ გაიმართება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ, მოახლოვებულ უმნიშვნელოვანეს მატჩზე ისაუბრა. ლევან მაისაშვილი “ყველა ჩვენგანი ფიზიკურ/ძალისმიერ თამაშს ელოდება და ხვალ ყველაფერს დავინახავთ. ძირითადად რაზეც ვიმუშავეთ, იყო მცირედი დეტალებიც კი, რომელსაც თამაშის […]
იტალიელები საქართველოსთან მატჩისთვის დაირაზმენენ | შემადგენლობა
კვირას, 10 ივლისს “ბორჯღალოსნები” პრინციპულ მეტოქეს, იტალიას დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა ბათუმში, 20:00 საათზე გაიმართება. იტალიის ეროვნული ნაკრების ახალ ზელანდიელმა მწვრთნელმა – კირან ქროულიმ, “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ იტალიის შემადგენლობა დაასახელა.
ისტორიული მატჩის წინ – იტალიამ საქართველოს რეიტინგში გადაუსწრო
რაგბის საზაფხულო ტესტ-მატჩები დასკვნით ფაზაში შედის. შაბათ-კვირას (2-3 ივლისს) ტესტ-მატჩები გაიმართა, ხოლო ორშაბათს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: მსოფლიო რეიტინგის სათავეშია სამხრეთ აფრიკის ნაკრები 90.61 ქულით. მსოფლიო რეიტინგის მე-2 ადგილს ახალი ზელანდია იკავებს, რომელმაც შაბათს, ირლანდიის ნაკრები 42:19 დაამარცხა. ამ გამარჯვებით “ოლ ბლექსმა” 0.97 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მესამე პოზიციიდან მეორეზე აღზევდა. […]
ბორჯღალოსნების შემადგენლობა ზაფხულის სერიის პირველი მატჩისთვის
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის პირველი მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა. 3 ივლისს საქართველო ქუთაისში, “აია არენაზე” არგენტინა XV-ს 18 საათზე ეთამაშება. ეს ამ გუნდების მეოთხე შეხვედრაა. არგენტინა XV-ს პირველად ქართული რაგბის 50 წლის იუბილეზე ვეთამაშეთ 24:22 ვძლიეთ, მერე რუმინეთში, ბუქარესტის ერთა თასზე 14:13 დავამარცხეთ, ბოლოს კი თბილისის თასზე გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 26:16. […]
ბორჯღალოსნებს სამი ახალი სპეციალისტი ჰყავთ
ზაფხულის ტესტ-სერიებზე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი სამი მაღალი დონის სპეციალისტით გაძლიერდება. დაცვის მწვრთნელი ჯო ვურზლი, ფორვარდების მწვრთნელი პოლ ტიტო და სპორტის მეცნიერი, ფიზ. მომზადების კონსულტანტი ბენ პოლარდი, ჯერჯერობით გუნდში საცდელი ვადით იმუშავებენ. არაა გამორიცხული, რომ სამივე მათგანი სამწვრთნელო შტაბში 2023 წლის მსოფლიო თასისთვისაც დარჩეს. ჯო ვურზლი ჯო ვურზლი 1977 წელს ლონდონში დაიბადა და სასკოლო რაგბის შემდეგ, […]
თედო აბჟანდაძე და ოთია გიორგაძე ახალ კლუბში ერთად ითამაშებენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა: თედო აბჟანდაძემ (N10) და ოთია გიორგაძემ (N6) ოფიციალურად დატოვეს “ბრივი” და ახალ კლუბში ერთად ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 ნომერი და მესამე ხაზელი საფრანგეთის PRO D2-ის კლუბ “მონტობანში” ჩაირიცხნენ. ოთია გიორგაძემ კლუბთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ფრანგულ კლუბში 2024-წლამდე დარჩება. რაც შეეხება თედო აბჟანდაძეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავი ფრანგულ კლუბთან […]