შემოდგომის ერთა სერიების მესამე კვირის ყველა შეხვედრის შედეგი ცნობილია და ოფიციალურმა გვერდმა ძალთა თანაფარდობის შესახებ, რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ “ბორჯღალოსნები” უელსთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ რეიტინგში დაწინაურდნენ და მე-13 პოზოციას იკავებენ. საუკეთესო ხუთეულში ცვლილება არ არის. რეიტინგის სათავეში კვლავ ირლანდიაა, რომელსაც საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ინგლისი მოსდევენ. 6-10 პოზიციები ასე განაწილდა: შოტლანდია, არგენტინა, ავსტრალია, […]