უელსის დედაქალაქ კარდიფში, ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გაიმართა, სადაც “ბორჯღალოსნებმა” ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და 2022 წელი გამარჯვებით დაასრულეს. მატჩის შემდეგ ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ისტორიული მატჩი შეაფასა. “ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება, პირველ რიგში ჩვენთვის, საკუთარი თავის რწმენისთვის. ასეთ […]