18 წლის ლუკა კობაური კარიერას, TOP 14-ის გუნდ “პერპირიანში” გააგრძელებს. ლუკა 8 წლის იყო, როცა “ყოჩებში” დაიწყო ვარჯიში და ოვალური ბურთი პირველად დაიჭირა ხელში. თუმცა, მისი პროფესიონალური დებიუტი “აკადემიაში” შედგა. დიდ 10-ში ლუკამ მისი სადებიუტო ლელო, სწორედ “ყოჩების” წინააღმდეგ გაიტანა და საკმაოდ სანახაობრივიც გამოვიდა. უნდა ითქვას, რომ კობაური იმ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. აღსანიშნავია, […]