9 თებერვალს სტარტი აიღო რაგბი ევროპის ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად 5 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: რუმინეთი, ბელგია, გერმანია, რუსეთი, ესპანეთი. პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს ესტუმრა. მატჩი ქალაქ კლუჟში გაიმართა და “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით 9:18 დასრულდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 6:3 მოიგეს, თუმცა ქართველებმა მეორე ტაიმში შეცდომებს უკლეს და 2 ლელოც გაიტანეს. პირველი ლელო ნაკრების ახალწვეულმა […]