მსოფლიო რაგბი ქართულ შერკინებაზე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს: – ” მამა რატომ ქვია ჩემს დას ვარდი?” – “იმიტომ, რომ დედაშენს უყვარს ვარდები” – “მადლობა მამა” – “არ არის პრობლემა, ძლიერო ქართულო შერკინებავ”
ორშაბათს, 23 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში ტოიოტაში უელსს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ კი “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა – მილტონ ჰეიგმა 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.