ოფიციალურად: U20 რაგბის მსოფლიო თასი გაუქმებულია
მსოფლიო რაგბის ოფიციალური განცხადებით U20 რაგბის მსოფლიო თასი გაუქმდა. მსოფლიო თასს სტარტი 2020 წლის ზაფხულში უნდა აეღო, თუმცა როგორც ცნობილი ხდება ტურნირი ოფიციალურად გაუქმებულია. მსოფლიო თასი იტალიის 3 ქალაქში: ვერონაში, კალვიზანოში და ვიადანაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მსოფლიო პანდემიისა და Covid 19-ის მძიმე სიტუაციის გამო, ამ პრესტიჟული ტურნირის ჩატარება ვეღარ ხერხდება. საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე B […]
ოფიციალურად: ბორჯღალოსნები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ
საქართველო მეთხუთმეტე ქვეყანა გახდა, რომელმაც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. მსოფლიო რაგბმა რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირების საკუთარი რიგებიდან გარიცხვის შემდეგ, მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი ზონის მდგომარეობა განიხილა. რუსეთს 2021 და 2022 წლებში დაფიქსირებული შედეგები შეუნარჩუნდა, საქართველოსთან, პორტუგალიასთან და ნიდერლანდებთან გასამართ მატჩებში კი, წაგებები ჩაეთვალა. შედეგად, სამივე გუნდმა 4-4 საცხრილო ქულა მიიღო, […]
ოფიციალურად: ექვსი ერის მატჩი ირლანდია-იტალია კორონავირუსის საფრთხის გამო გადაიდო
6 ერის მეოთხე ტურის მატჩი ირლანდიასა და იტალიას შორის, რომელიც 7 მარტს დუბლინში უნდა გამართულიყო გადაიდო. გადადების მიზეზი კორონავირუსის საფრთხისგან თავის დაცვაა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ჩატარდება აღნიშნული მატჩი, თუმცა ექვსი ერის დირექტორი – ბენჟამინ მორელი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ როდის ჩატარდება გადადებული მატჩი.
ოფიციალურად: თედო აბჟანდაძე საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში ითამაშებს
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქუთაისის “აიას” და საქართველოს ნაკრების მგეზავი (10 ნომერი) – თედო აბჟანდაძე ფრანგული “ბრივის” ღირსებას დაიცავს. აბჟანდაძემ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა და “ბრივს” შემდეგი სეზონიდან შეუერთდება. “ბრივის” ოფიციალური instagram გვერდი თედო აბჟანდაძის გადასვლას ასე ეხმაურება: View this post on Instagram ✍️ Bienvenue à Brive Tedo Abzhandadze […]
ოფიციალურად: ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისთვის 6 ერი დასრულდა
რამდენიმე წუთის წინ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ინგლისის ნაკრებისა და “სარასენსის” მეორე ხაზელი – მარიო იტოჯე 8 კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის 6 ერის ტურნირი დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მარიო იტოჯემ მძიმე დაზიანება მუხლის არეში მიიღო და იგი 6 ერის პირველ მატჩში 54-ე წუთზე შეცვალეს. მარიო იტოჯეზე ისაუბრა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა […]
ოფიციალურად: მერაბ შარიქაძემ ფრანგული კლუბი დატოვა
როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ, ფრანგული “ორიაკი” დატოვა. მერაბ შარიქაძე “ორიაკში” 2014 წლიდან ირიცხებოდა, სადაც 74 მატჩი ჩაატარა და 8 ლელოს დადება მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ბორჯღალოსნების კაპიტანი. ფრანგული კლუბი მას რამდენიმე წუთის წინ დაემშვიდობა, მადლობა გადაუხადა და კარიერაში წარმატებები უსურვა.
ოფიციალურად: მიხეილ ალანია საფრანგეთში ითამაშებს!
საქართველოს U20 ნაკრებისა და მარნეულის “არმაზის” 18 წლის 9 ნომერი – მიხეილ ალანია საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში ითამაშებს. ალანია საფრანგეთის რანგის მეორე დივიზიონში (PRO D2) ითამაშებს. მან ქართველებით დაკომპლექტებულ “ორიაკთან” 3 წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა და კლუბს U20 მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება. მიხეილ ალანია “ორიაკში” მერაბ შარიქაძესთან, გიორგი ჯავახიასთან, გიორგი ცუცქირიძესთან და ვანო კარკაძესთან ერთად […]
ოფიციალურად: მსოფლიო თასის ფინალში ჩესლინ კოლბი სამხრეთ აფრიკას დაეხმარება
შაბათს, 2 ნოემბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე, მსოფლიო თასის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა და ინგლისი დაუპირისპირდებიან. დღევანდელ დღემდე სამხრეთ აფრიკელთა ერთ-ერთი ლიდერის – ჩესლინ კოლბის ფინალში თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა დღეს პრესკონფერენციაზე, აფრიკელთა მთავარმა მწვრთნელმა რესი ერასმუსმა დაადასტურა, რომ აფრიკელთა ფრთა ფინალში თამაშს შეძლებს. ჩესლინ კოლბი მსოფლიო თასის 1/4 ფინალში […]
ოფიციალურად: რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო!
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რაგბის კავშირის არჩევნები, რომელიც 31 იანვარს უნდა ჩატარებული, დროებით გადაიდო. წინასწარი ინფორმაციით არჩევნები 24 თებერვალს ჩატარდება, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ არის. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა, რომელიც დილის 12:00 საათზე რაგბის კავშირში ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის: ირაკლი აბუსერიძე, ბაჩო ხურციძე და გოჩა სვანიძე (მოქმედი პრეზიდენტი) იბრძვიან. […]
ოფიციალურად: რუსეთი სამხრეთ აფრიკულმა კლუბმა ჩაანაცვლა
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრებთან გასახურებელი მატჩი ჰქონდათ ჩანიშნული. 27 აგვისტოს, “მიხეილ მესხის” სტადიონზე გასამართი შეხვედრა, რომელშიც საქართველო რუსეთს უნდა დაპირისპირებოდა არ შედგება – რუსეთის მორაგბეთა ნაკრები თბილისში არ ჩამოვა. რუსეთის ნაკრების ნაცვლად საქართველოში სამხრეთ აფრიკული კლუბი – “კინგსი” ითამაშებს. ასე რომ, ბორჯღალოსნები 27 აგვისტოს სამხრეთ აფრიკულ კლუბს დაუპირისპირდებიან, ხოლო 31 […]
ოფიციალურად: სამწლიანი პაუზის შემდეგ U20 მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს ჩატარდება
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სამწლიანი (2020-2022) იძულებითი პაუზის შემდეგ, 20-წლამდელთა ორი მასშტაბური ტურნირი 2023 წლიდან აღდგება. საგულისხმოა, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და ალაფის დაბრუნება რაგბის დაბადების 200 წლის იუბილეს ემთხვევა. გადმოცემის თანახმად, ქალაქ რაგბის ერთ-ერთ სკოლაში, უილიამ უებ ელისმა 1823 წელს აიტაცა ბურთი და პირველი ლელო გაიტანა. იმისათვის, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს კიდევ ერთი წელი არ გაუცდეთ, […]
ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის დაპირისპირება კვლავ გადაიდო
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის უკანასკნელი ტურის მატჩი საქართველო – რუსეთი, რომელიც 1 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, კვლავ გადაიდო. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 2020 წელს ჩასატარებელი ყველა მატჩი, კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებულია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პრეზიდენტმა, ოქტავიან მორარიუმ ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა: “მიუხედავად იმისა, […]