ცნობილმა ირლანდიელმა არბიტრმა დევიდ მაკჰიუმ ქართველ კოლეგებთან მუშაობის შესახებ ისაუბრა. კადრების ნაკლებობისა და ცვლილებების შესახებ “არბიტრების ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, სხვათაშორის არა მარტო საქართველოში. დიდი 10-ის ერთ ტურში 5 მატჩი იმართება, რაც ნიშნავს, რომ ჩემპიონატს მინიმუმ 5 კვალიფიციური დონის არბიტრი სჭირდება. 2020/2021 წლების სეზონის ბოლოს მხოლოდ ექვსი მსაჯი გვყავდა: ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე, საბა აბულაშვილი, […]