ვანო კარკაძემ ბელგია დაალელოვა (ვიდეო)
ბრაიან ჰაბანას კარიერის საუკეთესო მომენტები (მიმოხილვა)
ექვსი ერის ბოლო ტური: საფრანგეთი იტალიისთვის დაირაზმა (შემადგენლობა)
შაბათს, 16 მარტს, სტარტს აიღებს 6 ერის ბოლო ტურის მატჩები. ბოლო ტურს იტალია – საფრანგეთის მატჩი გახსნის, რომელიც თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. შაბათსვე, 9 მარტს საღამოს, უელსის ნაკრები ირლანდიის ნაკრების უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში 6 ერის ტიტულს დაისაკუთრებს. მატჩი თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება. ბოლო ტურს კი ინგლისისა და შოტლანდიის მატჩი დახურავს. მატჩი თბილისის […]
ოფიციალურად: სამწლიანი პაუზის შემდეგ U20 მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს ჩატარდება
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული სამწლიანი (2020-2022) იძულებითი პაუზის შემდეგ, 20-წლამდელთა ორი მასშტაბური ტურნირი 2023 წლიდან აღდგება. საგულისხმოა, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და ალაფის დაბრუნება რაგბის დაბადების 200 წლის იუბილეს ემთხვევა. გადმოცემის თანახმად, ქალაქ რაგბის ერთ-ერთ სკოლაში, უილიამ უებ ელისმა 1823 წელს აიტაცა ბურთი და პირველი ლელო გაიტანა. იმისათვის, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს კიდევ ერთი წელი არ გაუცდეთ, […]
ფიჯის მორაგბეთა ნაკრები გამოცდილმა ზელანდიელმა ჩაიბარა
რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კუნძულელებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ. ეს ახალ ზელანდიელი, გამოცდილი და საკმაოდ მაღალი რანგის მწვრთნელი – ვერნ კოტერია. ვერნ კოტერი შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს სათავეში 2014-17 წლებში ედგა. 2017 წელს ასევე ჩაიბარა “ბარბაროსები”, ბოლოს კი 2017-2019 წლებში “მონპელიეს” წვრთნიდა.
შოტლანდია იტალიისთვის დაირაზმა (შემადგენლობა)
რამდენიმე წუთის წინ, შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ვერნ კოტერმა, 6 ერის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 6 ერის პირველ ტურში შოტლანდიელები იტალიას უმასპინძლებენ. მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება. მატჩის ყველა ლელო, მიმოხილვა და საინტერესო მომენტები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე. გთავაზობთ შოტლანდიელების შემადგენლობას:
2 ქართული ლელო PRO D2-ში – ქართველებმა საფრანგეთში გაიბრწყინეს
10 სექტემბერს, საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო დივიზიონში PRO D2-ში, მეორე ტურის მატჩები შედგა, სადაც ქართველი მორაგბეებით დახუნძლულმა “ორიაკმა” შინ “გრენობლი” მიიღო და 26:13 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან ძირითად შემადგლობაში 3 ქართველი მორაგბე იყო: ნომერი 2 – ლუკა ნიორაძე, ნომერი 5 – გიორგი ჯავახია და ნომერი 6 – ბექა საღინაძე, მარქაფაში კი გიორგი ქართველიშვილი იყო. მატჩის პირველ […]
ზურაბ ჟვანია ინგლისში 2020 წლამდე დარჩება
ქართველმა მორაგბემ, ზურაბ ჟვანიამ ინგლისურ “ვოსპსთან” კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.
ოფიციალურად – რაგბის U20 მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ გაუქმდა
2021 წელს რაგბიში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი აღარ გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას სარაგბო ვებგვერდი „ამერიკასრაგბინიუსი“ ავრცელებს. უკვე მეორე სეზონია „მსოფლიო რაგბის“ აქამდე ყოველწლიური ასაკობრივი ტურნირის გაუქმება უწევს – მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ცხადია, აღნიშნული ინფორმაცია მონაწილე გუნდებისთვის და განსაკუთრებით მეორე რანგის ნაკრებებისთვის დიდი დარტყმაა. 2020 წელს ტურნირზე საქართველოს, ფიჯის და იაპონიას უნდა ეთამაშათ. მომდევნო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს გაიმართება, […]
ექვსი ერის მატჩი: იტალია – ინგლისი გადაიდო
2020/2021 წლების სეზონის ექვსი ერის გათამაშების, მე-5 ტურის მატჩი იტალია – ინგლისი კორონავირუსის საფრთხის გამო გადაიდო. ეს მატჩი 14 მარტს უნდა გამართულიყო. England’s #SixNations games against Italy in Rome are expected to be postponed because of the coronavirus outbreak. — BBC Sport (@BBCSport) March 5, 2020 თავდაპირველად მატჩი გულშემატკივრების გარეშე უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც ახლა […]
ნემანი ნადოლო კარიერას ლესტერ ტაიგერსში გააგრძელებს
ფიჯის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მორაგბე, 32 წლის – ნემანი ნადოლო კარიერას ინგლისში გააგრძელებს. ფიჯელი ფრთის მოთამაშე “ლესტერ ტაიგერსში” ჩაირიცხა და მან დღეს ახალ კლუბში პირველი ვარჯიში გამართა. Day One ✅ A new Tigers is underway! pic.twitter.com/FeMZUEuAhY — Leicester Tigers (@LeicesterTigers) July 13, 2020
ოუენ ფრენქსი ანტირეკორდის ზღვარზე
ახალ ზელანდიელ ბურჯს, რომელიც სულ მალე ცენტურიონი გახდება, შესაძლებელია ასევე ანტი რეკორდიც დაამყაროს. ისმ, შესაძლოა, გახდეს პირველი ცენტურიონი ლელოს გარეშე. ოუენს ეს ფაქტი საერთოდაც არ აღელვებს: ” ჩემთვის მთავარია მოედანზე ჩემი ძირითადი მოვალეობები შევასრულო. მართალია, მშვენიერი იქნებოდა თუნდაც ერთი ლელოს დადება, მაგრამ ეს ნამდვილად არაა ჩემი ღამის კოშმარი”. მას თანაგუნდელმა ბოდენ ბარეტმაც აუბა მხარი: ” […]