მორიგი ქართველი TOP 14-ში | ლაშა მაჭარაშვილი მონპელიეში ითამაშებს
24 წლის ქართველი მორაგბე – ლაშა მაჭარაშვილი, პრო D2-ის “მონ დე მარსანიდან” კარიერას TOP 14-ის ისტორიულ კლუბში “მონპელიეში” გააგრძელებს. 24 წლის ქართველი ბურჯი 2017-2023 წლებში “მონ დე მარსანის” ღირსებას იცავდა და ყველა ტურნირზე 55 შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ “მონპელიეში” მორიგი ქართველი, საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრი – ლუკა ჯაფარიძე […]
ლუკა ჯაფარიძე კარიერას მონპელიეში გააგრძელებს
ლუკა ჯაფარიძე კარიერას “ბრივიდან” “მონპელიეში” გააგრძელებს. ქართველმა მორკინალმა ფრანგულ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. “ძალიან მოხარული ვართ, რომ ლუკა ჩვენს რიგებში ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ მორკინალია ის მოედანზეც ძალიან მოძრავია. მისი დამატება ჩვენს გუნდს სამი წლის განმავლობაში სერიოზულ ძალას შეჰმატებს” – განაცხადა ფილიპ სენტ-ანდრემ. ლუკა ჯაფარიძე “ბრივის” 2018 წელს შეუერთდა ქართველის დებიუტი პირველ გუნდში […]
სერჯიო პარისემ და მატიე ბასტარომ კარიერა დაასრულეს | VIDEO
გუშინ რაგბის ორმა ლეგენდამ სერჯიო პარისემ და მატიე ბასტარომ კარიერა დაასრულეს. მორაგბეებმა მათი ბოლო შეხვედრა “ტულონის” რიგებში, “ბორდოს” წინააღმდეგ ჩაატარეს.
ინგლისთან ისტორიული მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია
27 მაისს უმცროსი ბორჯღალოსნები „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე ისტორიულ თამაშს გამართავენ. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ ინგლისი პირველი გუნდით ჩამოვიდა! აქამდე საქართველოს სხვადასხვა ფორმაციის ნაკრებს ინგლისის საგრაფოების, ან რომელიმე კლუბის ახალგაზრდული გუნდებისთვის უმასპინძლია. საქართველოს სტუმრობდნენ ბრიტანული სამოყვარულო კლუბები და 2017 წელს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც იმყოფებოდა, თუმცა მაშინ მასპინძლებთან თამაშმა არ მოუწია. […]
დავით ქუბრიაშვილი 11-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “კლერმონის” ბურჯი – დავით ქუბრიაშვილი, საფრანგეთის რაგბის კავშირმა 11-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. დასჯის მიზეზი მატჩის მთავარი არბიტრის შეურაცხყოფაა, რომელიც TOP 14-ის მატჩში მოხდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველ მორაგბეს თავდაპირველად 12-კვირიანი სასჯელი მიუსაჯეს, შემდეგ კი მან საკუთარი სასჯელი მოინანია და სასჯელი მხოლოდ 1 კვირით შეუმსუბუქეს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სეზონის ბოლოს […]
ჯეკ ნოუელი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას არ აპირებს
“ექსეტერის” გარემარბმა ჯეკ ნოუელმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ აპირებს. 30 წლის მორაგბეს, რომელიც ამ ზაფხულს “ლა როშელს” შეუერთდება, ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული. აღსანიშნავია, რომ ნოუელი მუხლის ტრავმას იშუშებდა და მარტის შემდეგ “ექსეტერის” მაისური მხოლოდ ჩემპიონთა თასზე მოირგო. “არა, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს არ ვაპირებ. მინდა უბრალოდ დავისვენო. მუხლზე მკურნალობა მჭირდება. ცხადია, […]
ბექა გიგაშვილი ჩელენჯ თასის გამარჯვებულია
ევროპის ჩელენჯ ქაფის ფინალურ შეხვედრაში “გლაზგო უორიორსისა” და “ტულონის” დაპირისპირპირება შედგა. დუბლინში გამართული მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. 19:43 – ასეთი იყო მატჩის საბოლოო ანგარიში. შეხვედრა “ტულონის” უდიდესი უპირატესობით მიმდინარეობდა. ფრანგები მეტოქეს პირველ ტაიმში უკვე 21:00-ს ამარცხებდნენ. საწყის 40 წუთში “ტულონის” რიგებიდან თავი სერჯიო პარისემ ერთი და ბატისტ სერენმა ორი ლელოთი გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ ფრანგი […]
მსოფლიო ჩემპიონატის წინ უელსს ორი ლეგენდა გამოაკლდა
წელს საფრანგეთი ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ სარაგბო ღონისძიებას – მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად 20 ნაკრები იბრძოლებს, საიდანაც ერთ-ერთი საქართველოც არის. “ბორჯღალოსნები” ტურნირის პირველ მატჩს 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ. ჩვენს ჯგუფში მათთან ერთად პორტუგალი ფიჯი და უელსიც მოხვდა. რამდენიმე საათის წინ, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უელსელებს ორი ძლიერი მოთამაშე გამოაკლდათ. Telegraph-ის თანახმად […]
სად არის საქართველო მსოფლიომდე 4 თვით ადრე? – RUGBYRAMA ბორჯღალოსნებით კიდევ ერთხელ დაინტერესდა
წელს საფრანგეთი ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ სარაგბო ღონისძიებას – მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად 20 ნაკრები იბრძოლებს, საიდანაც ერთ-ერთ- საქართველოც არის. “ბორჯღალოსნები” ტურნირის პირველ მატჩს 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 4 თვე რჩება და გავლენიანი სარაგბო გამოცემა RUGBYRAMA ქართველთა ბანაკში არსებული სიტუაციით დაინტერესდა. “ევროპული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი საქართველო 2023 წლის მსოფლიო […]
დავით ნინიაშვილმა მის ტრავმაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი ტრავმირებულია და მოედანზე გარკვეული პერიოდი ვეღარ დაბრუნდება. გამოკვლევების შედეგად, ნინიაშვილს ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა. თავდაპირველი ინფორმაციით მას 4 კვირის გამოტოვება მოუწევდა,თუმცა, საბოლოოდ რეაბილიტაციის პერიოდმა 3 თვემდე აიწია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნინიაშვილმა ფეხზე ფიქსატორი მოიხსნა და მოედანზე მსუბუქ ვარჯიშს 2 კვირაში დაუბრუნდებოდა. მორაგბესთან […]
Rugby World-ი ვახტანგ აბდალაძეზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
ცნობილი და გავლენიანი სარაგბო გამოცემა “Rugby World”-ი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის – ვახტანგ აბდალაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. რაგბის თამაში გარდაუვალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგი ბავშვობიდან ფეხბურთზე იყო შეყვარებული და “ლივერპულის” თამაშების ყურებაში დღესა და ღამეებს ათენებდა, ამ თავბრუდამხვევ დღეებში, იგი მაინც სულ რაგბზე ფიქრობდა. ვახტანგ აბდალაძე ბავშვობიდან ირლანდიაში, კერძოდ კი დუბლინში ცხოვრობს, […]