მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს. უმცროსი ბორჯღალოსნები „გ“ ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. „ა“ ჯგუფში ჩემპიონი საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და იაპონია, ხოლო „ბ“ ჯგუფში ავსტრალია, ინგლისი, ირლანდია და ფიჯი მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 24 და 29 ივნისს, ასევე 4 ივლისს გაიმართება, ნახევარფინალები […]