12 იანვარს, სოჭში “ენისეი” “ბრისტოლს” “ჩელენჯ თასზე” დაუპირისპირდება, სადაც საქართველოს სარაგბო ისტორიაში პირველად, ქართველი მსაჯები იმსაჯებენ. მატჩის მთავარი მსაჯი ნიკოლოზ ამაშუკელი იქნება, ხოლო დებიუტი კიდევ ორ მსაჯს ექნება – ამაშუკელს ასისტენტებად ირაკლი ჭანუყვაძე და თორნიკე გვირჯიშვილი ეყოლებიან. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ექვს ერზე ნიკოლოზ ამაშუკელი იმსაჯებს.