ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სამშობლოში გადის და 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ემზადება. ფიჯელები ურთულეს პირობებში ვარჯიშობენ და მძიმე ფიზიკურ დატვირთვებს იღებენ. შეგახსენებთ, რომ ფიჯი 2023 წლის მსოფლიო თასზე C ჯგუფში: საქართველოს, უელსის, ავსტრალიისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება, 30 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში, თბილისის დროით 19:45 საათზე შედგება.