U20 მსოფლიო ჩემპიონატი – ვინ რომელი ადგილისთვის იბრძოლებს?!
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა U20 მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპების ბოლო ტური, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა. მესამე დღის შედეგები: ჯგუფური ეტაპი დასრულდა და U20 მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფები განახლდება 17 ივნისს, სადაც ერთმანეთს შემდეგი ნაკრებები ეთამაშებიან: 1-4 ადგილები სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი ავსტრალია – არგენტინა 5-8 ადგილები ახალი ზელანდია – უელსი ირლანდია – ინგლისი 9-12 […]
ოფიციალურად: რუსეთი სამხრეთ აფრიკულმა კლუბმა ჩაანაცვლა
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრებთან გასახურებელი მატჩი ჰქონდათ ჩანიშნული. 27 აგვისტოს, “მიხეილ მესხის” სტადიონზე გასამართი შეხვედრა, რომელშიც საქართველო რუსეთს უნდა დაპირისპირებოდა არ შედგება – რუსეთის მორაგბეთა ნაკრები თბილისში არ ჩამოვა. რუსეთის ნაკრების ნაცვლად საქართველოში სამხრეთ აფრიკული კლუბი – “კინგსი” ითამაშებს. ასე რომ, ბორჯღალოსნები 27 აგვისტოს სამხრეთ აფრიკულ კლუბს დაუპირისპირდებიან, ხოლო 31 […]
სოსო მათიაშვილი კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
6-7 სექტემბერს რაგბის მსოფლიო თასის წინა ბოლო ტესტ მატჩები გაიმართა. 6 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრებს ედინბურგში დაუპირისპირდა და 36:9 დამარცხდა. ტესტ მატჩებზე UltimateRugby-მ კვირის სიმბოლური გუნდი გააკეთა, სადაც 15 ნომერზე სოსო მათიაშვილი მოხვდა. ბორჯღალოსნების მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში გამორჩეული მოთამაშე სოსო მათიაშვილი იყო. მან არაერთხელ გაჭრა შოტლანდიელთა დაცვის ხაზი და ბორჯღალოსნებს […]
ფიჯის მწვრთნელისა და კაპიტნის კომენტარები მატჩის წინ
რამდენიმე წუთის წინ ოსაკაში – “ჰანაზონოს სტადიონზე” ფიჯის კაპიტნის ვარჯიში გაიმართა, ვარჯიშის შემდეგ კი ფიჯის ნაკრების კაპიტანმა – დომინიკო ვაქანიბუროტუმ და მთავარმა მწვრთნელმა – ჯობ მაკკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მფრინავი ფიჯელების კაპიტანსა და მწვრთნელს Live.ge-ს ჟურნალისტმა კითხვა ურუგვაისთან მარცხისა და ქართული შერკინების შესახებ დაუსვა. ფიჯელთა კაპიტანი – დომინიკო ვაქანიბუროტუ: “ქართული შერკინების შესახებ ზოგადად ცნობილია და […]
ოფიციალურად: რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო!
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რაგბის კავშირის არჩევნები, რომელიც 31 იანვარს უნდა ჩატარებული, დროებით გადაიდო. წინასწარი ინფორმაციით არჩევნები 24 თებერვალს ჩატარდება, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ არის. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა, რომელიც დილის 12:00 საათზე რაგბის კავშირში ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის: ირაკლი აბუსერიძე, ბაჩო ხურციძე და გოჩა სვანიძე (მოქმედი პრეზიდენტი) იბრძვიან. […]
ოფიციალურად: ექვსი ერის მატჩი ირლანდია-იტალია კორონავირუსის საფრთხის გამო გადაიდო
6 ერის მეოთხე ტურის მატჩი ირლანდიასა და იტალიას შორის, რომელიც 7 მარტს დუბლინში უნდა გამართულიყო გადაიდო. გადადების მიზეზი კორონავირუსის საფრთხისგან თავის დაცვაა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ჩატარდება აღნიშნული მატჩი, თუმცა ექვსი ერის დირექტორი – ბენჟამინ მორელი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ როდის ჩატარდება გადადებული მატჩი.
ოფიციალურად: მერაბ შარიქაძემ ფრანგული კლუბი დატოვა
როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ, ფრანგული “ორიაკი” დატოვა. მერაბ შარიქაძე “ორიაკში” 2014 წლიდან ირიცხებოდა, სადაც 74 მატჩი ჩაატარა და 8 ლელოს დადება მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ბორჯღალოსნების კაპიტანი. ფრანგული კლუბი მას რამდენიმე წუთის წინ დაემშვიდობა, მადლობა გადაუხადა და კარიერაში წარმატებები უსურვა.
PlanetRugby-ის შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში ქართველი მორაგბე მოხვდა
21-22 ნოემბერს შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურის მატჩები შედგა, სადაც საქართველოს ნაკრები უელსთან 18:0 დამარცხდა, ინგლისმა ირლანდიას 18:7 მოუგო, ხოლო შოტლანდია კი საფრანგეთთან 15:22 დამარცხდა, რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, იტალიისა და ფიჯის დაპირისპირება გადაიდო და იტალიას ავტომატური გამარჯვება 28:0 ჩაეწერა აქტივში. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სარაგბო საიტმა PlanetRugby-მა კვირის საუკეთესო კლუბი შეადგინა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრი […]
World Rugby: “ქართული შერკინება სხვა დონეზეა” (ვიდეო)
იტალიის ნაკრების მწვრთნელი: “დავით ნინიაშვილი უბრალოდ საოცრებაა….”
10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (28:19). საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, „ბორჯღალოსანთა“ გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელ წლებში, „ბორჯღალოსანთა“ პროგრესისა და 6 ერში იტალიის სუსტი ასპარეზობის ფონზე, სარაგბო სამყარო უპრესტიჟულესი ევროპული სარაგბო სანაკრებო ტურნირის ფორმატის ცვლილების […]
მერაბ კვირიკაშვილმა სარაგბო კარიერა დაასრულა
ქართული რაგბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულემ, 38 წლის მერაბ კვირიკაშვილმა, სარაგბო კარიერა დაასრულა. “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობაში მერაბ კვირიკაშვილის დებიუტი 2003 წელს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ კი იგი ნაკრებში 15 წლის განმავლობაში თამაშობდა. სწორედ მერაბ კვირიკაშვილი იყო პირველი ცენტურიონი (100+მატჩი) მორაგბე საქართველოს ნაკრების რიგებში. ასევე, მერაბ კვირიკაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი […]
პეტრე ხუციშვილი კარიერას ორიაკში გააგრძელებს
საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი პეტრე ხუციშვილი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. პეტრემ კონტრაქტი “ორიაკთან” გააფორმა. “ორიაკი” PRO D2-ში აპარეზობს და ცხრილში 47 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი გიორგი ჯავახიაც ასპარეზობს.