ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Planet Rugby-მ წლის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. გამოვლინდა საუკეთესო ნაკრები, მოთამაშე, მწვრთენლი, მატჩი და ა.შ. საქართველომ ძალიან უცნაური, ყველაზე დაუფასებელი გუნდის ტიტული დაიმსახურა. “2022 წელს საქართველოს კარგი ასპარეზობა თითქოს შეუმჩნეველი დარჩა. მათ წელს მხოლოდ ერთი მატჩი დათმეს საკმაოდ ძლიერ სამოასთან და იტალიის შემდეგ, უელსიც დაამარცხეს. გარდა ამისა, 3 გამარჯვებით და პორტუგალისთან […]