გელა აფრასიძე კლუბს იცვლის, თუმცა TOP 14-ში რჩება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “მონპელიეს” 9 ნომერი – გელა აფრასიძე კლუბს იცვლის. ცნობილი ფრანგული მედია გამოცემა “lequipe.fr”-ის ცნობით, 25 წლის ქართველი მორაგბე “ბაიონთან” კონტრაქტზე უნდა შეთანხმდა და სეზონის ბოლოს “მონპელიეს” დატოვებს. გელა აფრასიძე “მონპელიეში” 2017 წლიდან თამაშობს, თუმცა ძირითად გუნდში მხოლოდ 23 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში გელამ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 2-ჯერ სასტარტო […]
პეტრე ხუციშვილი კარიერას ორიაკში გააგრძელებს
საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი პეტრე ხუციშვილი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. პეტრემ კონტრაქტი “ორიაკთან” გააფორმა. “ორიაკი” PRO D2-ში აპარეზობს და ცხრილში 47 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი გიორგი ჯავახიაც ასპარეზობს.
თედო აბჟანდაძე საუკეთესო მექულეთა სამეულშია
“ბორჯღალოსნების” მგეზავმა თედო აბჟანდაძემ რაგბის ნაკრების საუკეთესო მექულეთა სამეულში შეაბიჯა. თედომ 322 ქულა მოაგროვა და პალიკო ჯიმშელაძეს 2 ქულით გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილი აბჟანდაძისთვის დროებითია, რადგან მეორეადგილოსან მალხაზ ურჯუკაშვილს 325 ქულა აქვს. შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნების” რიგებში საუკეთესო შედეგი ლეგენდარულ მერაბ კვირიკაშვილს ეკუთვნის. მეკომ ნაკრებში ასპარეზობის პერიოდში 833 ქულა მოაგროვა. სავარაუდოდ, თედო მეორე ადგილზე შემდეგ […]
ყაულაშვილი და ჯავახია, TOP 14-ისა და PRO D2-ის სიმბოლურებში მოხვდნენ
ქართველი მორკინალი ლექსო ყაულაშვილი საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო დივიზიონის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. “ბორდომ”, რომლის შემადგენლობაშიც ყაულაშვილი ასპარეზობს, “კლერმონი” 18:9 დაამარცხა და მორიგი ქულები ჩაიწერა. მოედანზე გამორჩეული იყო ყაულაშვილი და მისი სიმბოლურ გუნდში მოხვედრაც ლოგიკური იყო. რაც შეეხება გიორგი ჯავახიას, ქართველმა მეორეხაზელმა PRO D2-ის სიმბოლურ გუნდში მოიპოვა ადგილი, მისმა “ორიაკმა” “მასი” 19:7 დაამარცხა. “ორიაკი” PRO D2-ში […]
“ნიკა ამაშუკელმა აქამდე მოსასვლელად დიდი გზა განვლო” – დევიდ მაკჰიუმ ქართველ არბიტრებთან მუშაობის შესახებ ისაუბრა
ცნობილმა ირლანდიელმა არბიტრმა დევიდ მაკჰიუმ ქართველ კოლეგებთან მუშაობის შესახებ ისაუბრა. კადრების ნაკლებობისა და ცვლილებების შესახებ “არბიტრების ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, სხვათაშორის არა მარტო საქართველოში. დიდი 10-ის ერთ ტურში 5 მატჩი იმართება, რაც ნიშნავს, რომ ჩემპიონატს მინიმუმ 5 კვალიფიციური დონის არბიტრი სჭირდება. 2020/2021 წლების სეზონის ბოლოს მხოლოდ ექვსი მსაჯი გვყავდა: ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე, საბა აბულაშვილი, […]
უინი ატონიო 6 ერის წლევანდელ გათამაშებაში ვეღარ იასპარეზებს
საფრანგეთის ნაკრების ბურჯი უინი ატონიო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მორკინალი 6 ერის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. აღნიშნული სასჯელი ფრანგმა მორაგბემ ირლანდიასთან შესრულებული ბოჭვის გამო დაიმსახურა. ატონიომ რობ ჰერინგი სახიფათოდ შებოჭა და მსაჯისგან ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. უინის სასჯელი მხოლოდ ამით არ შემოისაზღვრა. დისციპლინარულმა კომიტეტმა მისი ქმედება განიხილა და გადაწყვიტა, რომ მორაგბეს […]
6 ერი – მეორე სათამაშო დღის პრევიუ
11-12 თებერვალს, 6 ერის 2023 წლის გათამაშების მეორე ტურის მატჩები გაიმრთება. პირველი ტურის შემდეგ, 6 ერის გათამაშებას 5 ქულით ირლანდია, შოტლანდია და საფრანგეთი ლიდერობენ. პირველი ტურის შედეგები: უელსი 10:34 ირლანდია ინგლისი 23:29 შოტლანდია იტალია 24:29 საფრანგეთი ირლანდია Vs. საფრანგეთი | ტურის გახსნითი მატჩი მეორე ტურს, ტურის ცენტრალური მატჩი – ირლანდია Vs. საფრანგეთის მატჩი გახსნის. მატჩი […]
საფრანგეთთან მატჩსი წინ ირლანდიის შემადგენლობაში ცვლილებაა
შაბათს ექვსი ერის მორიგი ტური გაიმართება. შეხვედრები ირლანდიაში, შოტლანდიასა და ინგლისში გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს ტურის პირველი შეხვედრა იწვევს, სადაც ერთმანეთს ირლანდიისა და საფრანგეთის სარაგბო ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ბევრის აზრით, სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყვედა თუ ვინ მოიგებს 2023 წლის 6 ერის გათამაშებას. ირლანდიელთა ინგლისელ თავკაცს ენდი ფარელს გუნდის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა მოუხდა. ტრავმის გამო აღნიშნულ შეხვედრაში […]
ნინიაშვილი და აფრასიძე დაბრუნდნენ – ბორჯღალოსნები ნიდერლადნებისთვის დაირაზმნენ | შემადგენლობა
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში გასამართი მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრა საქართველოს დროით 16:15 საათზე დაიწყება. 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს ლევან მაისაშვილი შემოდგომაზე საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპადაც განიხილავს და წინდაწინვე ითქვა, რომ თამაშის შანსს გაფართოებულ რაზმში მყოფი ყველა მორაგბე მიიღებდა. შედეგად, გერმანიასთან 75:12 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილება […]
რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი არ მალავს, რომ ფორმატი საქართველოს გამო შეცვალეს
როგორც მოგეხსენებათ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა. მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე გაიზარდა. პირველ ეტაპზე ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველო A ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ. B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გააგრძელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ “ბორჯღალოსნებს” ერთხელ დაუცდებათ ფეხი, შესაძლოა […]
6 ერი იწყება – ყველაფერი, რაც ამ ტურნირის შესახებ უნდა ვიცოდეთ
2023 წლის 6 ერის გათამაშება 4 თებერვალს იწყება და 18 მარტს დასრულდება. უელსი Vs. ირლანდია | გახსნითი მატჩი ექვსი ერის მატჩს უელსი – ირლანდიის მატჩი გახსნის, რომელიც კარდიფში, “პრინციპალიტის” სტადიონზე, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ უელსის ნაკრებმა საქართველოსთან ისტორიული მარცხის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი – უეინ პივაკი გაათავისუფლეს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელად […]
ოფიციალურად: 2023 წლის რაგბი ევროპის ფინალი ესპანეთში გაიმართება
რაგბი ევროპის ჩემპიონატმა ტრანსფორმაცია განიცადა და მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად „ა“ ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, „ბ“ ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თებერვლის პირველ სამ კვირაში გაიმართება. ბორჯღალოსნები 5 თებერვალს გერმანიას „ავჭალაზე“ (13 საათი) მასპინძლობენ; 11 თებერვალს ნიდერლანდებს […]