“თავი სიზმარში მეგონა” – ლუკა მატკავა უელსთან გამარჯვებას იხსენებს
ლუკა მატკავა ოქტომბერში 21 წლის გახდა და უკვე ნოემბერში ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ახლა მისი უახლესი მიზანი “შავ ლომთან” ევროპის სუპერთასის ტიტულის შენარჩუნებაა. ქართულ ფრენჩაიზს მომავალი შეხვედრა “იბერიანსის” წინააღმდეგ ელის, რომელიც კვირას 4 საათზე გაიმართება. ზაფხულში, ბათუმში, საქართველომ იტალია დაამარცხა და ისტორიაში პირველად, პირველი დონის ქვეყნის გუნდი დაამარცხა. ამის […]
სანდრო თოდუას ლელო ტურის საუკეთესოდ დასახელდა
ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველთა მხრიდან ერთადერთი ლელოს ავტორი სანდრო თოდუა აღმოჩნდა, რომელიც საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა. Autumn Series-მა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც მესამე ტურის საუკეთესო ლელოს გამოვლენა სურდა. ხმის მიცემის საშუალებით, რაგბის გულშემატკივრებმა საუკეთესოდ ქართველი ფრთის ლელო დაასახელეს.
განახლებული რეიტინგი – ბორჯღალოსნები ერთი პოზიციით დაწინაურდნენ
შემოდგომის ერთა სერიების მესამე კვირის ყველა შეხვედრის შედეგი ცნობილია და ოფიციალურმა გვერდმა ძალთა თანაფარდობის შესახებ, რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ “ბორჯღალოსნები” უელსთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ რეიტინგში დაწინაურდნენ და მე-13 პოზოციას იკავებენ. საუკეთესო ხუთეულში ცვლილება არ არის. რეიტინგის სათავეში კვლავ ირლანდიაა, რომელსაც საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ინგლისი მოსდევენ. 6-10 პოზიციები ასე განაწილდა: შოტლანდია, არგენტინა, ავსტრალია, […]
ჯოშ ვან დერ ფლაიერი წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა
კვირას, მონაკოში მსოფლიო რაგბის დაჯილდოებაზე ირლანდიელი ფლანკერი ჯოშ ვან დერ ფლაიერი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. 29 წლის მორაგბე მესამე ირლანდიელია, რომელმაც წლის საუკეთესოს ტიტული მოიგო. აქამდე ეს ლეგენდარულმა კიტ ვუდმა და ჯონი სექსტონმა შეძლეს. „ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი თანაგუნდელები და მწვრთნელები მყავს. ჩემს მეუღლესთან და ოჯახთან ერთად, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში. გამიმართლა, რომ […]
Planet Rugby ბორჯღალოსნების გამარჯვებას გამოეხმაურა
ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ,,ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის წარმომადგენელს მოუგეს. საქართველოს მოგებას არაერთი გავლენიანი სარაგბო გამოცემა გამოეხმაურა. მათ შორის იყო Planet Rugby, რომელმაც “ბორჯღალოსნების” გამარჯვებაზე ასეთი რამ დაწერა: საქართველომ კარი შეანგრია: საქართველომ კარდიფში Principality Stadium-ზე უელსთან გამარჯვებით, წელს, იტალიის შემდეგ, მეორე […]
ლევან მაისაშვილი: “ისტორია კიდევ ერთხელ დავწერეთ…”
უელსის დედაქალაქ კარდიფში, ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გაიმართა, სადაც “ბორჯღალოსნებმა” ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და 2022 წელი გამარჯვებით დაასრულეს. მატჩის შემდეგ ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ისტორიული მატჩი შეაფასა. “ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება, პირველ რიგში ჩვენთვის, საკუთარი თავის რწმენისთვის. ასეთ […]
“საქართველომ საოცრად ითამაშა და მოგება დაიმსახურა” – უელსელების კომენტარები მატჩის შემდეგ
უელსის დედაქალაქ კარდიფში, ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გაიმართა, სადაც “ბორჯღალოსნებმა” ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს (12:13). მატჩის შემდეგ, უელსის რაგბის კავშირის “ფეისბუქ” გერდზე, ბრიტანელმა გულშემატკივრებმა მათი ნაკრების თამაში შეაფასეს. “მთელი ცხოვრება უელსის ფანი ვარ, მაგრამ დღეს საქართველო წარმატებას იმსახურებდა!” “უელსელი ვარ, თუმცა ბოლოს საქართველოს ნაკრებს ბოლომდე ვგულშემატკივრობდი, მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს“. “ერთი […]
პორტუგალიის სარაგბო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
პორტუგალია მე-20 გუნდი გახდა, რომელიც 2023 წელს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. გადამწყვეტ მატჩში, აშშ-ს წინააღმდეგ, პორტუგალიის ნაკრებმა ფრე, 16:16, დააფიქსირა. “ოს ლობოსს” მხოლოდ ფრე სჭირდებოდა იმისათვის, რომ ისტორიაში მეორედ მსოფლიო თასზე ეასპარეზა. გადამწყვეტი ქულა სამუელ მარკესმა დააფიქსირა, რომელმაც 81-ე წუთძე ჯარიმა ზუსტად შეასრულა. უკეთესი ქულების შეფარდებით, პორტუგალიელებმა ამერიკელებს აჯობეს და საფრანგეთის საგზურიც სწორედ მათ […]
უელსის მორაგბეთა ნაკრები საქართველოსთვის დაირაზმა
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, უელსისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება. 19 ნოემბერს, 17:00 საათზე, “პრინციპალიტის” სტადიონზე ბორჯღალოსნები უელსს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, უელსის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ უელსელები საქართველოს ნაკრებს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდებიან, თუმცა მარქაფაში უძლიერესი მორაგბეებით არიან დახუნძლულები. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ […]
შავი ლომი მომავალ შეხვედრას 4 დეკემბერს გამართავს
როგორც მოგეხსენებათ, “სუპერ თასის” აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფის გამარჯვებული “შავი ლომი” გახდა. დასავლეთ დივიზიონის ტრიუმფატორად კი, პორტუგალიური “ლუზიტანუში” მოგვევლინა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა თუ როდის გაიმართება ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც ქართული გუნდი ესპანურ “იბერიანსს” დაუპირისპირდება. “შავი ლომი” ავჭალის სტადიონზე 4 დეკემბერს, 16:00 საათზე მიიღებს მეტოქეს და ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება, რომელიც 17 დეკემბერს არის ჩანიშნული. როგორც […]
შემოდგომის სერიების რეიტინგი გამოქვეყნდა | ბორჯღალოსნები რეიტინგში დაქვეითდნენ
შემოდგომის ერთა სერიების მეორე კვირის ყველა შეხვედრის შედეგი ცნობილია და მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა ძალთა თანაფარდობის შესახებ, რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ “ბორჯღალოსნები” სამოასთან დამარცხების გამო, მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციიდან მე-14 პოზიციაზე დაქვეითდნენ. საუკეთესო ხუთეულში ცვლილება არ არის. რეიტინგის სათავეში კვლავ ირლანდიაა, რომელსაც საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ინგლისი მოსდევენ. 6-10 პოზიციები ასე განაწილდა: არგენტინა, […]
ლუკა კობაური კარიერას TOP 14-ის გუნდში გააგრძელებს
18 წლის ლუკა კობაური კარიერას, TOP 14-ის გუნდ “პერპირიანში” გააგრძელებს. ლუკა 8 წლის იყო, როცა “ყოჩებში” დაიწყო ვარჯიში და ოვალური ბურთი პირველად დაიჭირა ხელში. თუმცა, მისი პროფესიონალური დებიუტი “აკადემიაში” შედგა. დიდ 10-ში ლუკამ მისი სადებიუტო ლელო, სწორედ “ყოჩების” წინააღმდეგ გაიტანა და საკმაოდ სანახაობრივიც გამოვიდა. უნდა ითქვას, რომ კობაური იმ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. აღსანიშნავია, […]