წარმოშობით ფიჯელი, ახალი ზელანდიის ნაკრების 26 წლის მორაგბე – სევუ რისი, 2023 წლის მსოფლიო თასს ოფიციალურად გამოტოვებს. სევუ რისმა მუხლის ჯვარედინი მყესების მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი საოპერაციოა და ექიმების ცნობით, 2023 წელს მისი თამაში გამორიცხულია. “ეს მისთვის, მთელი კლუბისა და ახალი ზელანდიისთვის ძალიან რთულია. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მის გვერდით ვდგავართ. […]