პოლონეთში, სადაც საკმაოდ ბევრი ქართველი ლეგიონერი ასპარეზობს, ქვეყნის თასის გათამაშების ფინალიც ქართული შეგდება და მასში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი დაუპირისპირდება. ნიკა კვეკვესკირის “ლეხ პოზნანმა” “გრუდზიაზი” – 3:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ვაკო გვილიასა და 19-წლამდე ნაკრების კაპიტნის, ლუკა გაგნიძის “რაკოვს” შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ “ლეგიას” 1:0 აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. […]