რანგნიკმა ნაგელსმანს ტოტენჰემის ჩაბარება ურჩია
მას შემდეგ, რაც იულიან ნაგელსმანმა “ბაიერნი” დატოვა გერმანელს მსურველი მაშინვე გამოუჩნდა. როგორც იწერებოდა, “ჩელსისთვის” იულიანი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა, მათი თანამშრომლობა ვერ შედგა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ შემოთავაზებაზე უარი თავად ნაგელსმანმა განაცხადა. რალფ რანგნიკი თვლის, რომ იულიანისთვის კარგი იქნებოდა თუ “ტოტენჰემს” ჩაიბარებდა. “ვფიქრობ “ტოტენჰემი” მრავალმხრივ საინტერესოა გუნდია. მათ ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე […]
ვლაჰოვიჩი, ჰოლანდი – 6 ტრანსფერი, რომელიც მანჩესტერის ბორდმა დაბლოკა
ისტორიული და ტიტულოვანი ინგლისური კლუბისგან, გულშემატკივრები ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ. “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისური “ოცნებების თეატრში” არაერთმა სახელოვანმა ვარსკვლავმა მოირგო – თუმცა, კლუბის მმართველმა ბორდმა 6 ვარსკვლავის ტრანსფერი დაბლოკა, რომელთა შეძენა რალფ რანგნიკს სურდა. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რალფ რანგნიკს “მანჩესტერ იუნაიტედში” ისეთი სახელოვანი ვარსკვლავების მიყვანა სურდა, როგორიცაა: იოშკო გვარდიოლი, კრისტოფერ ნკუნკუ, ალვარო მორატა, დუშან […]
ოფიციალურად | რანგნიკი ავსტრიის საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რალფ რანგნიკი ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, რანგნიკმა ავსტრიასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მოგვიანებით კიდევ 2 წლით გახანგრძლივდება. ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციასა და გერმანელ სპეციალისტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა. რანგნიკი აღნიშნავს, რომ ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების ჩაბარების პარალელურად, აქტიურად […]
რანგნიკი: ,,იუნაიტედის მდგომარეობის გამოსწორებას 2-3 წელი არ სჭირდება”
,,მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის, აზრით, გუნდში სიტუაციის გამოსწორებას, შესაძლოა, 1 წელი დასჭირდეს: ,,ჩემთვის მცირე კორექტირება საკმარისი არაა. მედიცინაში ეს შეგვიძლია, გულის ოპერაციას შევადაროთ. მგონია, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად 2-3 წელი არ არის საჭირო, ეს შეიძლება 1 წლის განმავლობაშიც მოხდეს, რაც სხვა გუნდებმაც დაამტკიცეს. შესაძლებელია, რომ ყველაფერი ერთმა, ორმა ან სამმა სატრანსფერო ფანჯარამ შეცვალოს,” – […]
მანჩესტერ იუნაიტედის მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?!
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერლიგის გრანდი ერიკ ტენ ჰაგთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. წყაროს მტკიცებით, ტენ ჰაგი “წითელი ეშმაკების” მწვრთნელის პოსტის დაკავების ერთ-ერთი კანდიდატია. “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურები რალფ რანგნიკის შემცვლელის ძიებაში არიან – ტენ ჰაგთან დაწყებული მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში, “წითელი ეშმაკების” რადარზე რამდენიმე გავლენიანი სპეციალისტია. პრემიერლიგის გრანდის მესვეურები რალფ რანგნიკის სამსახურით […]
“გეგმა არ გვაქვს” – ფრედი მანჩესტერ იუნაიტედის მომავალს ეჭვის თვალით უყრებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ფრედმა, თავისი გუნდის მომავალზე ისაუბრა და საკმაოდ სკეპტიკური განცხადებაც გააკეთა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ფრედმა, თავისი გუნდის მომავალზე ისაუბრა და საკმაოდ სკეპტიკური განცხადებაც გააკეთა. „ვიცი, რომ ფეხბურთში მნიშვნელოვანია კარგი შედეგების რაც შეიძლება მალე მიღწევა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი გეგმის ქონა. ვფიქრობ, ჩვენთვის არ არის კარგი, რომ იგი არ გვაქვს. ჯერჯერობით ყველაფერი მოკლევადიან მიზნებს ეხება. […]
რანგნიკი: ,,ერთი კვირის წინ გავიგე, რომ მანჩესტერისა და ლიდსის შეხვედრა პრემიერლიგის გამორჩეულ დერბად ითვლება”
,,მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის თქმით, არ იცოდა, რომ მისი გუნდისა და ,,ლიდსი იუნაიტედის” დაპირისპირება პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ დერბად ითვლებოდა: ,,სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ერთი კვირის წინ გავიგე. ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ეს პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დერბია. ჩვენს გუნდსა და ფეხბურთელებს ასეთ ატმოსფეროში, ასეთ მეტოქესთან თამაშისთვის საკმარისი გამოცდილება აქვთ. იმედი მაქვს, თამაშის ხარისხის […]
მანჩესტერი რანგნიკთან აღარ ითანამშრომლებს – ეშმაკები ახალ მწვრთნელს ეძებენ
უდიდესი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” რალფ რანგნიკთან თანამშრომლობას არ გაახანგრძლივებს და მას, როგორც სრულფასოვან ახალ მთავარ მწვრთნელს არ განიხილავს. ოლე გუნარ სოლსკიაერის სრულფასოვანი შემცვლელის მოყვანას “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა ნორვეგიელი სპეციალისტის მუშაობის პერიოდიდანვე ცდილობდა, რალფ რანგნიკი კი მხოლოდ დროებითი მწვრთნელის ფუნქციის შესასრულებლად დანიშნეს. ამ მომენტისთვის, “წითლების” სიაში, ამ პოზიციის დამკავაბელ პოტენციურ კანდიდატებს შორის “პსჟ-სა” და “აიაქსის” ხელმძღვანელები, […]
ცნობილია რა უთხრეს ერთმანეთს რონალდუმ და რანგნიკმა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” სტუმრად “ბრენტფორდი” – 3:1 დაამარცხა. შეხვედრის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი 71-ე წუთი გამოდგა, როცა რალფ რანგნიკმა მოედნიდან კრიშტიანუ რონალდუ გაიყვანა. ამას გერმანელი სპეციალისტისა და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მცირე დაპირისპირება მოჰყვა, რაც რანგნიკმა იმგვარად ახსნა, რომ, რონალდუ ამ ცვლილების აზრს მხოლოდ მაშინ მიხვდება, თუ იგი მომავალში მწვრთნელი გახდება. მოგვიანებით, რანგნიკმა მათი დიალოგის დეტალებიც […]
რონალდუმ სახლში ტრავმიდან აღმდგენი მაღალტექნოლოგიური აპარატი დააყენა
კრიშტიანუ რონალდუ საკუთარი პროფესიონალიზმით გულშემატკივრის გაოცებას თითქმის 37 წლის ასაკშიც კი არ წყვეტს და საკუთარი ფიზიკური მომზადების გასაუმჯობესებლად თანამედროვე ტექნოლიოგიებსაც აქტიურად იყენებს. ფეხბურთელმა, რომელიც ოც დღეში საკუთარ სახლში მაღალტექნოლოგიური ჟანგბადის კამერა დაამონტაჟა, რათა ფიზმომზადების კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაიუმჯობესოს. 5 ოქროს ბურთის მფლობელს კარიერის საუკეთესო სეზონი ნამდვილად არ აქვს, იგი 2021 წლის ზაფხულში ტურინის “იუვენტუსიდან” […]
რუდიგერის ტრანსფერით 4 ევროპული გრანდი ინტერესდება
გავლენიანი ევროპული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალის”, “პარი სენ-ჟერმენის”, “ბაიერნისა” და “იუვენტუსის” მესვეურები ანტონიო რუდიგერის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. ევროპული ფეხბურთის ფლაგმანები წინა-საკონტრაქტო შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. 28 წლის მცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და დიდი ალბათობით რუდიგერი “სტემფორდ ბრიჯს” დატოვებს. “არისტოკრატებთან” მოქმედი კონტრაქტის თანახმად, რუდიგერს უფლება აქვს ევროპულ […]
ოფიციალურად | რანგნიკი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
პრემიერ ლიგის მე-12 ტურში, “უოტფორდთან” განცდილი მარცხის (4:1) შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურებმა ოლე გუნარ სოლსკიაერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ნორვეგიელი სპეციალისტის შემცვლელის თაობაზე, სპეკულაციები არ ცხრებოდა. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების გვერდებზე ისეთი სახელოვანი მწვრთნელები აღმოჩნდნენ, როგორიცაა: ზინედინ ზიდანი, მაურისიო პოჩეტინო და სხვა. რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგნიკი […]