2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის მასპინძელი საქართველო რუმინეთთან ერთად იქნება. ჩვენს ქვეყანაში ორი, A და C ჯგუფის მატჩები და ორი მეოთხედფინალური, ერთი ნახევარფინალური და ფინალური მატჩი გაიმართება. ტურნირს საქართველოს სამი უდიდესი ქალაქი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და შესაბამისად, “მიხეილ მესხის სახელობის არენა”, “ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა”, “რამაზ შენგელიას სახელობის […]