საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის განცხადება გაავრცელა. “ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც განვლილი დღეების მანძილზე მხარი დაგვიჭირა, იქნებოდა ეს სტადიონზე, თუ მის ფარგლებს გარეთ. გამარჯვების და მარცხის შემდეგ ერთნაირად ვგრძნობდით თქვენ სიყვარულს – ვთვლით, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი შედეგიც ალბათ ეს არის. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, […]
“ოცნებასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით” – რამაზ სვანაძე
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა დასანანი მარცხი განიცადა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და ევროპირველობაზე ასპარეზობა დაასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. რამაზ სვანაძე: “საუბარი მიჭირს. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთია – ეს თამაშის ნაწილია. ბიჭები, რომლებიც ახლა გასახდელში თვალცრემლიანები არიან, მეტს […]
U21 | საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ისრაელის წინააღმდეგ
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მაჟორულ ნოტაზე დასრულების შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, სადაც ისრაელს დაუპირისპირდება. ისრაელის წინააღმდეგ გასამართი 1/4-ფინალური მატჩის წინ, რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. საქართველო U21: მამარდაშვილი – გელაშვილი, გოჩოლეიშვილი, საზონოვი, კალანდაძე, გაგნიძე, აზაროვი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი (c), წიტაიშვილი, გაგუა.
რამაზ სვანაძე: “მთელი საქართველო გაერთიანებულია – ეს ჩემი კარიერის ყველაზე ბედნიერი მომენტია”
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 1/4-ფინალური მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ხვალ გასამართ მეოთხედფინალურ შეხვედრაში რთულ თამაშს ველოდებით. ისრაელს, განსაკუთრებით ასაკობრივი ნაკრებების დონეზე აქვს პროგრესი და ეს შედეგებშიც აისახება. მეტოქეს პატივს ვცემთ და ვფიქრობთ, რომ მარტივი შეხვედრა არ გველოდება. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ […]
“ამ თაობას ბევრი შეუძლია” – რამაზ სვანაძე
საქართველოს 21 წალმდელთა ეროვნული საფეხბურთო ნარკები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი-ოფის საგზური ბოლო ტურში გაინაღდა. ნიდერლანდებთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, ჩემი აზრით, ჯგუფში საუკეთესონი იყვნენ. ამ შეხვედრაში დაღლილობამ იჩინა თავი, თუმცა, […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს, თუმცა ამ მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა ფრის ან წაგების შემთხვევაშიც კი აქვს. მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: […]
რამაზ სვანაძე: ” არავისი გვეშინია და ყველასთან თანაბრად გვსურს თამაში “
27 ივნისს, “დინამო არენაზე”, საქართველოს U21 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენს გუნდს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. შეხვედრის წინ პრესკონფერენცია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გამართა: “ერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დაგვრჩა იმ ოცნების, მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაში ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ […]
რამაზ სვანაძე: “გუნდში იყო განცდა, რომ თამაში გადაგვერჩინა…”
21-წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და 2:0 ჩამორჩენისა და მეორე ტაიმში ჩინებული თამაშის ხარჯზე, მატჩი 2:2 დასრულდა. 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 4 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. მატჩის შემდეგომ პრესკონფერენციაზე, ბელგიასთან ჩატარებული მატჩი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ შეაფასა. “პირველ ტაიმში […]
U21 | საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა
U22 ევროპის ჩემპიონატის A-ჯგუფის მეორე რურის შეხვედრაში, ტურნირის თანამასპინძელი საქართველო ბელგიას დაუპირისპირდება. პრინციპული მატჩის წინ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ, ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელგიის მატჩი, 20:00 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება.
რამაზ სვანაძე: “კარგი მატჩის მიუხედავად, ბელგიასთან სიფრთხილე და კონცენტრაცია გვმართებს”
21-წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ბელგიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “ტურნირის ყველა შეხვედრა რთული იქნება და ბელგიასთანაც რთულ მატჩს ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიასთან კარგი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი რამ გამოსასწორებელი გვაქვს – პირველ რიგში შეტევის ხაზში. გარკვეული სირთულე […]
U21 | ევროპის ჩემპიონატის პირველი სათამაშო დღის შეფასება
21 ივნისს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი. პირველივე დღეს გულშემატკივარმა სანახაობრივი მატჩები იხილა, რომელშიც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა, უკრაინამ ხორვატიას სძლია, ესპანეთმა რუმინეთს წვეულება ჩაუშალა, ხოლო ნიდერლანდებმა და ბელგიამ ქულები გაიყვეს. ტურნირის თანამასპინძელმა საქართველომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. გახსნით მატჩში საქართველომ პორტუგალიას 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ქვეჯგუფში გალიდერდა. A-ჯგუფის მეორე მატჩში, მეზობლების ბელგიისა […]
“ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ” – რამაზ სვანაძე
საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე პირველად ასოპარეზობს, ქართველებმა შეძლეს და ევროპის ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია 2:0 დაამარცხეს. გოლის ავტორები გიორგი გაგუა და საბა საზონოვი გახდნენ. პორტუგალიის დამარცხების შემდეგ საქართველომ სამი ქულა ჩაიწერა და ჯგუფში, სადაც აუთსაიდერად ითვლებოდა, პირველ ადგილს იკავებს. მშეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა […]