ზურაბ ხიზანიშვილი: “ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, წინ მთავარი გამოწვევაა და ჯერ ისევ ძიების პროცესში ვართ”
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, შვედეთის წინააღმდეგ (2:0) მოგებულ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს მოედანზე გაუძღვა, Live.ge-ს გადაცემა “სპორტპედიას” ეთერში სტუმრობისას სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან პოზიტიური ნოემბრის თვე შეაფასა. “კარის გაჯახუნება მართლაც კარგად გამოგვდის, შვედეთი საქართველოში 3 ქულისთვის იყო ჩამოსული […]
U21 | საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა
U22 ევროპის ჩემპიონატის A-ჯგუფის მეორე რურის შეხვედრაში, ტურნირის თანამასპინძელი საქართველო ბელგიას დაუპირისპირდება. პრინციპული მატჩის წინ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ, ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელგიის მატჩი, 20:00 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება.
ელიტ რაუნდში 19-წლამდელების მეტოქეები გაირკვა
2020 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა შედგა. საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საკმაოდ რთულ, მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შოტლანდია, საფრანგეთი და რუსეთი ეყოლება. 7 ჯგუფის გამარჯვებული მასპინძელ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს შეუერთდება და ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 19 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რამაზ სვანიძის გაწვრთნილებმა სამიდან სამი შეხვედრა მოიგეს (უნგრეთთან, ყაზახეთთან და […]
ამხანაგური ესტონეთთან: 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წელს ესტონელ თანატოლებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრით დაიწყებს. ახალგაზრდული ეროვნული გუნდი 29 მარტს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. წლის პირველი მატჩი 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაიმართება, ტურნირის, რომელსაც საქართველომ და რუმინეთმა უნდა უმასპინძლონ. 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ აღნიშნული შეხვედრისთვის 24 ფეხბურთელისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც […]
რამაზ სვანაძე: “გუნდში იყო განცდა, რომ თამაში გადაგვერჩინა…”
21-წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და 2:0 ჩამორჩენისა და მეორე ტაიმში ჩინებული თამაშის ხარჯზე, მატჩი 2:2 დასრულდა. 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 4 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. მატჩის შემდეგომ პრესკონფერენციაზე, ბელგიასთან ჩატარებული მატჩი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ შეაფასა. “პირველ ტაიმში […]
ესტონეთთან ვაისის გარეშე – ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრები დატოვა
Საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბერს, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მე-6 ტურის შეხვედრაში, ეროვნულ გუნდს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი ავრცელებს. Ცნობილი ხდება, რომ გადაწყვეტილება ორივე მხარის მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღებული, ესტონეთთან ჩასატარებელ მატჩში კი გუნდს მოედანზე 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, […]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სექტემბრის თვეში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. აღნიშნული შეხვედრებისთვის, ახალგაზრდული ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელით დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც შემდეგნაირია: მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი). მცველები: ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან […]
რამაზ სვანაძე: ” არავისი გვეშინია და ყველასთან თანაბრად გვსურს თამაში “
27 ივნისს, “დინამო არენაზე”, საქართველოს U21 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენს გუნდს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. შეხვედრის წინ პრესკონფერენცია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გამართა: “ერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დაგვრჩა იმ ოცნების, მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაში ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ […]
რამაზ სვანაძე: “ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, ბევრ ცვლილებას არ გპირდებით”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს საქართველოს ნაკრები ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. წლის ბოლო მატჩში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც მატჩამდე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ჩემთვის ამ მდგომარეობაში ეროვნული ნაკრების გაძღოლა უდიდესი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ნდობის მანდატი მომანიჭა. ჩემთვის ეს აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. სასიამოვნო სიურპრიზი. გუნდში გვაქვს რამდენიმე […]
რამაზ სვანაძე: “საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს – ლუკა გაგნიძეს ამ თემაზე ვესაუბრეთ”
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ სექტემბრის თვეში გასამართი ორი ამხანაგური მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა და დასახელებულ შემადგენლობაზე ისაუბრა. “დიდი დრო აღარ დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე და ვცდილობთ, რომ ის რესურსი რაც ჩვენ ხელშია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინ ორი რთული, თუმცა ამავე დროს საინტერესო თამაში გველოდება, პირველი მატჩი გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს, თუმცა ამ მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა ფრის ან წაგების შემთხვევაშიც კი აქვს. მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: […]
რამაზ სვანაძე: “შედეგით კმაყოფილები არ ვართ, თუმცა ამ გუნდს პერსპექტივა აქვს”
2020 წლის ბოლო შეხვედრაში, “დინამო არენაზე”, ესტონეთთან ნათამაშები ფრეს (0:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ესტონეთთან სახლში ნათამაშები ფრით კმაყოფილები არ ვართ. რეალურად, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, უპირატესობას ვფლობდით. მთლიანობაში, ძალიან რთული შეკრება გამოვიდა. ფსიქოლოგიურად ბიჭები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ის, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამ გუნდს […]