უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველი ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც იტალიური “ნაპოლი” “ლივერპულს” დაუპირისპირდება, ორივე გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ბევრი მას ჯერ კიდევ არ იცნობს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, ამჟამად იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. ის “ლივერპულისთვის” ნომერ პირველი საშიშროებაა. ის მარცხენა გარემარბის პოზიციაზე […]