პაოლო მალდინიმ მილანის მომავალზე ისაუბრა
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და “მილანის” სპორტულმა დირექტორმა – პაოლო მალდინიმ, ცნობილი იტალიურ გამოცემასთან, “Gazzeta”-სთან კლუბის მომავალზე საუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელი ძირითადად ოთხ თემას შეეხო. “ახლა იმისათვის, რომ “მილანი” კიდევ უფრო გაძლიერდეს და ჩემპიონთა ლიგაზე კარგი შედეგისთვის ვიფიქროთ, გვჭირდება 3 ძლიერი, კარგი და ხარისხიანი ტრანსფერი. ჩვენ თუ ამას ვიზამთ, შეგვიძლია დავიწყოთ დიდი გამარჯვების ციკლი. იმასთან დაკავშირებული ჭორები, […]
ოფიციალურად: მილანმა ლილის ფეხბურთელი €35 მილიონად შეიძინა
იტალიურმა “მილანმა” 20 წლის ტალანტი, რაფაელ ლეაო €35 მილიონად შეიძინა. ლეაომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და იტალიურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რაფაელ ლეაო ლისაბონის “სპორტინგის” აღზრდილი ფეხბურთელია. გასულ წელს, იგი ფრანგულ “ლილში” თამაშობდა. 26 მატჩში მან მეტოქის კარის აღება 8-ჯერ შეძლო და გუნდს ლიგა 1-ში მეორე ადგილის მოპოვებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ დღეს “ლილმა” კიდევ […]
Football Italia: “ევროპულ სცენაზე თანაბარ თამაშში განსხვავებას კვარასა და ლეაოს დუელი შექმნის”
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური მედია-საშუალება football-italia უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ნაპოლისა” და “მილანს” შორის გასამართი დაპირისპირების წინ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ამ დუელის მთავარ გმირებად საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას და პორტუგალიელ რაფაელ ლეაოს მოიხსენიებს. “სერია A-ს ორი გუნდი მზადაა ევროპის უმაღლესი საკლუბო შეჯიბრის ნახევარფინალში მოხვედრისთვის, სადაც ისინი “ინტერი”-“ბენფიკას” წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან და ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ ამაღელვებელ გზას […]
დიდი ალბათობით | რაფაელ ლეაო მილანს ლივერპულთან გამოაკლდება
“მილანს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის წინ მორიგი დანაკლისი აქვს. კუნთის ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით “ლივერპულის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს რაფაელ ლეაო. 22 წლის პორტუგალიელი სერია A-ს გასულ ტურში, “სალერნიტანასთან” მოგებულ (2:0) შეხვედრაში დაზიანდა. შეგახსენებთ, რომ “მილანისთვის” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩი უმნიშვნელოვანესია. “სან სიროზე” “ლივერპულის” დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, მილანელებმა პლეი-ოფის საგზური მოიპოვონ.
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?! – TOP 20 კანდიდატი
2021/2022 წლების სეზონიდან მოყოლებული, ოქროს ბურთის ჯილდო, ფეხბურთელებს გადაეცემათ სტანდარტული ევროპული სეზონის მიხედვით და არა კალენდარული წლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ფეხბურთელები ოქროს ბურთს მიიღებენ საკუთარი ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის მიხედვით. ოქროს ბურთის დაჯილდოვება 2022 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. “Goal”-მა, დაასახელა მიმდინარე სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატები იქნებიან. […]
მილანმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა
“ემპოლის” ალჟირელი შემტევი, ისმაელ ბენასერი “მილანის” ფეხბურთელია. “როსონერის” აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება 16 მილიონი ევრო დაუჯდა. ბენასერს ბევრი მსურველი ჰყავდა, თუმცა პაოლო მალდინის ზარმა ყველაფერი “მილანის” სასარგებლოდ გადაწყვიტა 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე წლის აფრიკის თასზე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, “ემპოლიში” კი ბენასერმა 77 მატჩი ჩაატარა. რადე კრუნიჩის, ტეო ერნანდესის და რაფაელ ლეაოს შემდეგ ეს “მილანისთვის” რიგით […]
ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი Goal.com-ი, ჯეიდონ სანჩოს იმედგაცრუებად აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი დღეები “მანჩესტერ იუნაიტედში” დათვლილია. Goal.com-ის ვრცელ სტატიაში საუბარია იმ შემტევებზე, რომელთა დამატების შემთხვევაში, “წითელი ეშმაკები” ჯეიდონ სანჩოს პრობლემას მოაგვარებენ. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ რედაქცია ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებს. კვარაცხელიამ ისტორია დაწერა და თვის საუკეთესო ფეხბურთელი მესამედ გახდა ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება […]
რაფაელ ლეაოს გოლი რომას კარში | VIDEO
ვინ უფრო სწრაფია: კვარა VS ლეაო – ოლიმპიური ჩემპიონის შედარება
სპრინტერულ გარბენში იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი, ფილიპო ტორტუ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობებს განიხილავს და მას “მილანის” მარცხენა გარემარბს, რაფაელ ლეაოს ადარებს. “კითხვაზე, თუ რომელი ფეხბურთელი უფრო სწრაფია, ჩემი პასუხი არის – ლეაო. კვარაცხელია აჩქარების დროს უფრო სხარტია და ჩაკეტილი სივრციდან გაქცევის დროს პირველ მეტრზე გაცილებით უკეთესია. რაც შეეხება ლეაოს, მას ვიცნობ და […]
მილანმა 1959 წლის რეკორდი გაიმეორა
იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში “მილანმა” “რომას” უმასპინძლა. შეხვედრა მილანში, სან სიროს სტადიონზე შედგა და ფრედ დასრულდა – 3:3. აღნიშნულ შეხვედრაში სტეფანო პიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ისტორიული შედეგი გაიმეორა. საქმე იმაშია, რომ “შავ-წითლებმა” 1959 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ ზედიზედ 11 მატჩში, სულ მცირე 2 გოლი გაიტანეს. ეს აბსოლუტური რეკორდია, რაც 1950-იანი წლების […]