ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ,,ბარსელონას” ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. ესპანური მედიის ცნობით, კატალონიელები 5 მოთამაშის – ფრენკ კესის, რაფინიას, მარკოს ალონსოს, ერიკ გარსიასა და ფერან ტორესის გასხვისებას აპირებენ. ამ ფეხბურთელების გაყიდვა ,,ბარსელონას” ფინანსური ფეარ-პლეის დაცვაში დაეხმარება, რის შემდეგაც გუნდი ახალი მოთამაშეების გაფორმებას შეძლებს. ,,ბლაუგრანას” მიმდინარე სეზონში ერთი ტურნირი ფაქტობრივად განაღდებული […]
რაფინიამ ხავის ბოდიში მოუხადა | ბრაზილიელმა შეცვლისას ემოციები ვერ მოთოკა
გუშინ ევროპა ლიგის 1/16 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ. გუნდები ქულები გაიყვეს და მატჩი 2:2 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ინგლისში, “ოლდ ტრაფორდზე” 23 თებერვალს, 23:55 საათზე არის ჩანიშნული. აღნიშნული შეხვედრის 83-ე წუთზე კატალონიელთა თავკაცმა რაფინია მოედნიდან გაიყვანა, რაზეც ბრაზილიელს არც თუ ისე მისაღები რეაქცია ჰქონდა. მისი უკმაყოფილება აშკარა იყო, ემოციები ვერ […]
რაფინიას გოლი ბეტისის კარში | VIDEO
ბარსელონა მზადაა, სეზონის ბოლოს, რაფინია გაყიდოს
“ბარსელონა” მზად არის, სეზონის ბოლოს, მათი ბრაზილიელი შემტევი რაფინია გუნდიდან გაუშვას. აშკარაა, რომ 26 წლის გარემარბმა გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კატალონიელთა გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია. მან 18 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო. როგორც Sportskeeda იუწყება, ხავის ურჩევნია, რომ მის ნაცვლად მოედანზე უსმან დემბელემ ითამაშოს. კატალონიელები ცდილობენ, რომ ბრაზილიელის გაყიდვით ფინანსური ფეარპლეი არ დაარღვიონ. ესპანური […]
რაფინია: ,,ნეიმარის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ბრაზილიელად დაიბადა”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რაფინიამ, ,,სელესაოს” იმ ქომაგებს უპასუხა, რომლებსაც ნეიმარის ტრავმა ,,გაუხარდათ”: ,,არგენტინის გულშემატკივრები მესის ისე ეპყრობიან, როგორც ღმერთს. პორტუგალიელი გულშემატკივრები რონალდუს ისე ეპყრობიან, როგორც მეფეს. ბრაზილიელ გულშემატკივრებს კი უხარიათ, რომ ნეიმარმა ფეხი დაიზიანა. სამწუხაროდ, ნეიმარის კარიერაში ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ ბრაზილიელად დაიბადა. ეს ქვეყანა მის ნიჭსა და ფეხბურთს არ იმსახურებს,” – რაფინიას […]
რაფინიას ულამაზესი გოლი ოსასუნასთან | VIDEO
ბარსელონა მის ახალ შენაძენს კვლავ ვერ არეგისტრირებს
“ბარსელონამ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენილი ფეხბურთელები დაარეგისტრირა. კატალონიელთა მხრიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელსაც კვლავ აქვს პრობლემები. ესპანურმა კლუბმა ახალი ფეხბურთელების შესაძენად საკმაოდ დიდი თანხები გაიღო. იმისათვის, რომ ლევანდოვსკისა და რაფინიას “ბარსაში” ეთამაშათ, კატალონიელებმა ჯამში 90 მილიონი ფუნტი დახარჯეს. მიუხედავად იმისა, რომ კესიე და კრისტენსენი გუნდს თავისუფალი აგენტების სტატუსით შეუერთდნენ, დემბელემ და სერხი რობერტომ ახალი კონტრაქტები […]
საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე დიდი საიდუმლო ის არის, თუ როგორ აგრძელებს “ბარსელონა” ფეხბურთელების შეძენას, მიუხედავად მათი, ერთი შეხედვით, რთული ფინანსური მდგომარეობისა. კლუბმა ანდრეას კრისტენსენი და ფრენკ კესი უფასოდ დაიმატა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკის, ჟიულ კუნდესა და რაფინიასთვის, ჯამში დაახლოებით 140 მილიონი ფუნტი გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს დაახლოებით 1,173 მილიარდი ევრო (983 მილიონი ფუნტი) დავალიანება […]
ვალი €1.3 მილიარდს შეადგენს | როგორ ყიდულობს ბარსა ახალ ფეხბურთელებს?
“ბარსელონას” ფინანსური პრობლემები აქვს და ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. ყოფილი პრეზიდენტის, ბართომეუს მმართველობის პერიოდში, გუნდს €1.3 მილიარდის ოდენობის ვალი დაუგროვდა, რაც არასწორი მენეჯმენტის, მრავალმილიონიანი წარუმატებელი ტრანსფერების, დაუბალანსებელი სახელფასო ბიუჯეტისა და წამგებიანი საკონტრაქტო ხელშეკრულებების შედეგი იყო. ამის მიუხედავად, სრულიად მოულოდნელად, “ბარსელონა” სატრანსფერო ბაზარზე უჩვეულოდ გააქტიურდა – ლევანდოვსკისა (€45 მლნ.) და რაფინიას (€58 მლნ.) შეძენა ხომ ყველას […]
ოფიციალურად: რაფინია ბარსელონას ფეხბურთელია
კატალონიის “ბარსელონამ” 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი – რაფინია შეიძინა. ინფორმაცია “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. “ბარსელონასა” და “ლიდსს” შორის შეთანხმება მიღწეულია. 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის – რაფინიას ტრანსფერი დახურულია. მოხარულები ვართ, რომ მოგახსენოთ შემდეგი ინფორმაცია: რაფინია ბარსელონაში რამდენიმე საათში ჩამოფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელს რამდენიმე საათში მოაწერს და კლუბში […]
ბარსელონამ ლიდსთან რაფინიას ტრანსფერი შეათანხმა
,,ლიდს იუნაიტედისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რაფინია კარიერას კატალონიის ,,ბარსელონაში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, გუნდებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და კატალონიელებს 25 წლის შემტევის ტრანსფერი 67 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ,,ბარსელონაში” თამაში რაფინიას სურვილიცაა, როგორც რომანო წერს, ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. რაფინია ,,ლიდსში” 2020 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში […]
ჩელსი ლიდსს რაფინიას ტრანსფერზე შეუთანხმდა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლიდს იუნაიტედის” შემტევი, რაფინია ლონდონის ,,ჩელსიში” გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ,,არისტოკრატები” მზად არიან, 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომლითაც ,,ბარსელონა” და ,,არსენალიც” ინტერესდებიან, 60-65 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. როგორც რომანო წერს, მოლაპარაკებები ახლა ,,ჩელსისა” და რაფინიას აგენტს, დეკუს (ბარსელონასა და ჩელსის […]