რაფინია ინტერთან მატჩის შემდეგ: “ასეთი თამაშები მოტივაციას მმატებს”
კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, რაფინიამ, “კამპ ნოუზე” “ინტერთან” მოგებული მატჩის შემდეგ (2:0) კომენტარი გააკეთა: “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძირითადში მოვხვდი. გუნდმა ჩემი გოლის დახმარებით შეძლო მოგება, ასეთი საღამოები მოტივაციას მიმაღლებს. “ბარსელონამ” ძლიერი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, რაც დამაჯერებლობას გვმატებს. წინ “ელ კლასიკო” გველის და თითოეული ჩვენგანი ბრძოლისთვის მზადაა”, – განაცხადა მან. რაფინიამ ძირითადში ადგილი ტრავმირებული მესის […]
ვალი €1.3 მილიარდს შეადგენს | როგორ ყიდულობს ბარსა ახალ ფეხბურთელებს?
“ბარსელონას” ფინანსური პრობლემები აქვს და ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. ყოფილი პრეზიდენტის, ბართომეუს მმართველობის პერიოდში, გუნდს €1.3 მილიარდის ოდენობის ვალი დაუგროვდა, რაც არასწორი მენეჯმენტის, მრავალმილიონიანი წარუმატებელი ტრანსფერების, დაუბალანსებელი სახელფასო ბიუჯეტისა და წამგებიანი საკონტრაქტო ხელშეკრულებების შედეგი იყო. ამის მიუხედავად, სრულიად მოულოდნელად, “ბარსელონა” სატრანსფერო ბაზარზე უჩვეულოდ გააქტიურდა – ლევანდოვსკისა (€45 მლნ.) და რაფინიას (€58 მლნ.) შეძენა ხომ ყველას […]
რიბერიმ რაფინიას პრესკონფერენციაზე იტირა (ვიდეო)
საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე დიდი საიდუმლო ის არის, თუ როგორ აგრძელებს “ბარსელონა” ფეხბურთელების შეძენას, მიუხედავად მათი, ერთი შეხედვით, რთული ფინანსური მდგომარეობისა. კლუბმა ანდრეას კრისტენსენი და ფრენკ კესი უფასოდ დაიმატა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკის, ჟიულ კუნდესა და რაფინიასთვის, ჯამში დაახლოებით 140 მილიონი ფუნტი გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს დაახლოებით 1,173 მილიარდი ევრო (983 მილიონი ფუნტი) დავალიანება […]
ბაიერნი ლეგენდებს ემშვიდობება
დღეს, 18 მაისს, თბილისის დროით 17:30 საათზე ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი ალიანც არენაზე გაიმართება, სადაც “ბაიერნი” “აინტრახტს” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ბუნდესლიგის ტიტულს დაეუფლება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს მატჩი ბოლო იქნება არიენ რობენისთვის, ფრენკ რიბერისა და რაფინიასთავის. მიუნხენის “ბაიერნი” სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს შემდეგი წარწერით: “ბოლოჯერ”
ბარსელონა მის ახალ შენაძენს კვლავ ვერ არეგისტრირებს
“ბარსელონამ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენილი ფეხბურთელები დაარეგისტრირა. კატალონიელთა მხრიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელსაც კვლავ აქვს პრობლემები. ესპანურმა კლუბმა ახალი ფეხბურთელების შესაძენად საკმაოდ დიდი თანხები გაიღო. იმისათვის, რომ ლევანდოვსკისა და რაფინიას “ბარსაში” ეთამაშათ, კატალონიელებმა ჯამში 90 მილიონი ფუნტი დახარჯეს. მიუხედავად იმისა, რომ კესიე და კრისტენსენი გუნდს თავისუფალი აგენტების სტატუსით შეუერთდნენ, დემბელემ და სერხი რობერტომ ახალი კონტრაქტები […]
ოფიციალურად: რაფინია პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია
ბრაზილიელი ფეხბურთელის კარიერა საფრანგეთის ლიგა 1-ში გაგრძელდება. ფრანგულმა გრანდმა რაფინიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ყოფილმა ფეხბურთელმა “პარი სენ-ჟერმენთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 27 წლის რაფინია ახალგაზრდული ასაკიდან “ბარსელონას” რიგებში ირიცხებოდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო ძირითადი გუნდის რიგებში ფეხის მოკიდება გაუჭირდა. 2014/15 წლები, რაფინიასთვის “ბარსელონას” მაისურით გატარებული ყველაზე წარმატებული სეზონი აღმოჩნდა, რომელშიც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა […]
რაფინიას ულამაზესი გოლი ოსასუნასთან | VIDEO
პრევიუ: ბარსელონა – პსჟ
დრო: 16 თებერვალი, სამშაბათი, 23:59 საათი სტადიონი: კამპ ნოუ (ბარსელონა, ესპანეთი) მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდელი, 47 წლის) უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის პლეი-ოფს უკვე ტრადიციად ქცეული ესპანურ-ფრანგული დაპირისპირება გახსნის. ერთმანეთის წინააღმდეგ ის ორი ტიტულოვანი კლუბი წარდგება, რომელთა უკანასკნელი დაპირისპირებაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის სახელით ჩაიწერა. სატურნირო მდგომარეობა მერვედფინალებამდე გუნდები განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით […]
რაფინია: ,,ნეიმარის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ბრაზილიელად დაიბადა”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რაფინიამ, ,,სელესაოს” იმ ქომაგებს უპასუხა, რომლებსაც ნეიმარის ტრავმა ,,გაუხარდათ”: ,,არგენტინის გულშემატკივრები მესის ისე ეპყრობიან, როგორც ღმერთს. პორტუგალიელი გულშემატკივრები რონალდუს ისე ეპყრობიან, როგორც მეფეს. ბრაზილიელ გულშემატკივრებს კი უხარიათ, რომ ნეიმარმა ფეხი დაიზიანა. სამწუხაროდ, ნეიმარის კარიერაში ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ ბრაზილიელად დაიბადა. ეს ქვეყანა მის ნიჭსა და ფეხბურთს არ იმსახურებს,” – რაფინიას […]
ედერსონი, ფაბინიო, ფირმინო, ტიაგო სილვა | FIFA-მ ბრაზილიელი ფეხბურთელები დასაჯა
11-13 სექტემბერს გასამართი პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩები ბრაზილიელი ვარსკვლავების გარეშე ჩაივლის. გავრცელებული ინფორმაციით, FIFA-მ ის ბრაზილიელი ფეხბურთელები დასაჯა, რომლებიც ინგლისურმა კლუბებმა ბრაზილიაში სათამაშოდ არ გაუშვეს. გაბრიელ ჟესუსი, ედერსონი, ალისონი, ფაბინიო, რობერტო ფირმინო, რაფინია, ფრედი და ტიაგო სილვა პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაულ ხიმენესი “ვულვზს” ვერ […]
ბარსელონა მზადაა, სეზონის ბოლოს, რაფინია გაყიდოს
“ბარსელონა” მზად არის, სეზონის ბოლოს, მათი ბრაზილიელი შემტევი რაფინია გუნდიდან გაუშვას. აშკარაა, რომ 26 წლის გარემარბმა გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კატალონიელთა გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია. მან 18 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო. როგორც Sportskeeda იუწყება, ხავის ურჩევნია, რომ მის ნაცვლად მოედანზე უსმან დემბელემ ითამაშოს. კატალონიელები ცდილობენ, რომ ბრაზილიელის გაყიდვით ფინანსური ფეარპლეი არ დაარღვიონ. ესპანური […]