ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა, ტურნირის 10-გუნდიანი ფორმატის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა და სულ 2 გოლი გავიდა. აქამდე ჩატარებული 165 ტურის ჯამში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ხუთ შეხვედრაში 3-ზე ნაკლები გოლი გავიდა. საინტერესოა, რომ თითო-თითო გოლი აჭარულმა კლუბებმა გაიტანეს: ბათუმის “დინამომ” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი “დინამო თბილისი” გიული მანჯგალაძის მიერ გატანილი გოლით […]
ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო – U21 23 ფეხბურთელით ემზადება
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაიწყო. 21-წლამდე ფეხბურთელთა გუნდი ვარჯიშს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, 23 მოთამაშით შეუდგა. გუნდს ჯერჯერობით არ შეერთებია უკრაინაში მოთამაშე რატი არდაზიშვილი, რაც შეეხება ლუკა ლაკვეხელიანს და ლუკა ლოჩოშვილს, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. ლოჩოშვილს გაფრთხილების გამო დისკვალიფიკაცია აქვს და გუნდს სავარაუდოდ ლიხტენშტეინში შეუერთდება. 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია: მეკარეები: […]