რეალის ყოფილი მცველი კოვაჩევიჩის მკვლელობის შეკვეთას უარყოფს
“რეალის” ყოფილი მცველი, რაულ ბრავო დარკო კოვაჩევიჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით ყოველგვარ კავშირს უარყოფს. იანვრის დასაწყისში, კოვაჩევიჩს, რომელიც ბრავოსთან ერთად “ოლიმპიაკოსის” ღირსებას იცავდა (2007,2009) ათენში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. კოვაჩევიჩი სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა თუმცა საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით, სერბულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარკო კოვაჩევიჩის მკვლელობის შემკვეთი, შესაძლოა რაულ ბრავო ყოფილიყო, რომელიც გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალში […]
გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ესპანეთში მორიგი სკანდალი აგორდა
ესპანეთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის შემდეგ, რაულ ბრავო და კარლოს არანგო მორიგ უსიამოვნებაში აღმოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რაულ ბრავო და კარლოს არანგო საფეხბურთო კლუბ “უესკას” პრეზიდენტს 100.000 ევროს სძალავდნენ. წყაროს მტკიცებით, ბრავომ და არანგომ აგუსტინ ლასაოსას მუქარის შემცველი მესიჯი გაუგზავნეს, რომლითაც 100.000 ევროს სთხოვდნენ. El Mundo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის ლა ლიგის უკანასკნელი ტურის შეხვედრა, […]
ესპანეთში მატჩების ჩაწყობის საქმეზე რეალის ყოფილი ფეხბურთელები დააკავეს
მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, რაულ ბრავო, იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც მატჩის ჩაწყობის საქმეზე ესპანეთის პოლიციამ დააკავა. ლა ლიგის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქმე ეხება 2018 წლის მაისში, ლა ლიგის ერთ-ერთი მატჩით მანიპულაციას. მისივე თქმით, ესპანური ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყველაფერი სამართლიანად და სპორტული პრინციპებით მიმდინარეობდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანეთის პოლიციაც ადასტურებს: ესპანეთის პირველი და მეორე დივიზიონის ფეხბურთელები დაკავებულები არიან […]