გიორგი აბურჯანია კარიერას პრიმეირა ლიგაში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი პრიმეირა ლიგის ბინადარ “ჟილ ვისენტეს” ფეხბურთელი გახდება. abola.pt-ის ცნობით, “ჟილ ვისენტემ“, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, “პორტიმონენსედან” ემანუელ ჰეკმანი დაიმატა, მალე კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს და კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს, რომელიც ქართველი ფეხბურთელი იქნება. აბურჯანია, რომელიც წლების განმავლობაში “სევილიას” შემადგენლობაში რიცხებოდა და […]
აბურჯანიამ ოვიედო დატოვა, მაგრამ ესპანეთში რჩება
დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას “კარტახენაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს და წერს, რომ ლა ლიგა 2-ის ბინადარმა კლუბმა ამავე დივიზიონში მოასპარეზე “რეალ ოვიედოსთან” შეთანხმებას მიაღწია და 26 წლის ქართველი გუნდს მალე შეუერთდება. ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, ყოფილს კი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილი კონტრაქტის შედეგად, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება. […]
აბურჯანიას საგოლე გადაცემა კოპა დელ რეიზე (ვიდეო)
ანორთოსისში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს
შესაძლოა, “ანორთოსისში” იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, გიორგი აბურჯანიამ “რეალ ოვიედოსთან” კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა, რათა პირველივე შესაძლებლობის დროს კლუბი დატოვოს. balla.com.cy-ის თანახმად, არის შანსი, რომ 25 წლის ნახევარმცველი ქართველების “ანორთოსისს” შეუერთდეს. შეგახსენებთ, რომ აბურჯანია ფამაგუსტას გუნდში 2014 წელს ერთხელ უკვე თამაშობდა. სწორედ კვიპროსული კარიერის შემდეგ გადავიდა გიორგი პირველად ესპანეთში, […]
გიორგი აბურჯანია: ” ფსიქოლოგიურად კარგ განწყობაზე ვართ, C დივიზიონში წარმატებაც მნიშვნელოვანია”
სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩამდე, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ კომენტარი გააკეთა. “ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებით დავასრულეთ ბელარუსთან თამაში. მოედანზე კარგი განწყობით გავალთ და შევეცდებით ეს ყველაფერი შედეგში ავსახოთ. ქართული ფეხბურთისთვის მნიშნველოვანია С ჯგუფშიც წარმატების მიღწევა და შევეცდებით ხვალინდელი თამაშით, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ”, […]
გიორგი აბურჯანიას ახალი გუნდი ცნობილია
გიორგი აბურჯანია “ტვენტეს” ტოვებს – ქართველი ფეხბურთელი კარიერას კვლავ ესპანეთში გააგრძელებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ გიორგი ლა ლიგა 2-ში ითამაშებს, სადაც “რეალ ოვიედოს” მაისურს მოირგებს. ტრანსფერს ესპანელთა სპორტული დირექტორიც ადასტურებს. როგორც ცნობილია, აბურჯანიას ნიდერლანდულ კლუბთან პირადი დეტალები დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ის “ტვენტეს” ოფიციალურად დატოვებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი “ტვენტეში” “სევილიადან” გაანათხოვრეს. გიორგის კლუბში ამ […]