5 მარტს, ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის მეორე წყვილის საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ლევანტე” და ბილბაოს “ატლეტიკი” დაუპირისპირდნენ. ვალენსიურ-ბასკური დაპირისპირების ორივე მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი უკეთესი “ბილბაო” აღმოჩნდა: ვალენსიაში ჩატარებული მატჩის სტუმრებმა გოლი 112-ე წუთზე გაიტანეს და ფინალში გავიდნენ. საინტერესოა, რომ ბასკური კლუბი ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, თანაც ისე, […]