,,რეიმსის” ნახევარმცველმა, მარშალ მუნეციმ, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. ფეხბურთელის ახალ ხელშეკრულებაში საინტერესო პუნქტი ჩაიწერა – 26 წლის ზიმბაბველის მიერ ყოველ დაფარულ 1 კილომეტრზე, გუნდი ვალდებულია მის საქველმოქმედო ფონდში 100 ევრო გადარიცხოს. მუნეცის ფონდი უკვე 4 წელია ფუნქციონირებს და არაერთ სოციალურ აქტივობასთან ერთად, ზიმბამბველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებასაც ითვალისწინებს. ,,ყოველ კილომეტრზე, რომელსაც მუნეცი დაფარავს, ,,რეიმსი” პირობას […]