კილიან მბაპემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მესისა და რონალდუს მსგავსი კარიერის ქონაზე ოცნებობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ფრანგი დიეგო მარადონასთან შედარებასაც ცდილობს… საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში, სადაც “პსჟ-მ” “რეიმსი” (3:0) დაამარცხა, 21 წლის თავდამსხმელმა “ღმერთის ხელის” გამეორება სცადა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, ნეიმარისგან მიიღო და მეკარესთან შეჯახების შემდეგ ის კარში […]