საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში, თავისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან – “გუშინ” ემოციურ ამონარიდს აქვეყნებს. “ტრაბზონსპორის“, ამსტერდამის “აიაქსისა” და “რეინჯერსის” ვეტერანი ფორვარდი თავის ძმასთან, არჩილ არველაძესთან მოედანზე პირველად დაპირისპირებას იხსენებს. “იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა? “ბრედასთან”, პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, […]