საბურთალო – სტიაუას შეხვედრას ნორვეგიელი მსაჯთა ბრიგადა უხელმძღვანელებს
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული “საბურთალო” ბუქარესტის “სტიაუას” დაუპირისპირდება. აღნიშნული წყვილის პირველ შეხვედრას, რომელიც 21 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” უნდა გაიმართოს, ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა უხელმძღვანელებს. მთავარი არბიტრი კაი ერიკ შტეენი იქნება, რომელსაც ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია. 31 წლის მსაჯი, რომელიც თავის ქვეყანაში რანგით ყველაზე მაღალი ლიგის შეხვედრებს 2012 […]
ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულმა ლიგამ 15 ტურის შემდეგ ორკვირიანი პაუზა აიღო და გზა სანაკრებო ფეხბურთს დაუთმო. 9 ივნისამდე გამართულ ბოლო სათამაშო კვირაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები შედგა. ხუთივე გამართულ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გავიდა, თანაც, ერთმანეთს ცხრილის პირველ ოთხეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. მე-15 ტურის კალენდარი იმგვარად გადანაწილდა, რომ მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფი გუნდები ორი ლიდერი “დინამოს” […]
ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბისა და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ჩემპიონობის მაძიებელმა ორმა “დინამომ” ითამაშა. თბილისელებმა, ქუთაისში, სტუმრად, “ტორპედო” ქართულ დერბიში – 2:0 დაამარცხეს, ხოლო ბათუმელებმა, გორში, ნომინალური მასპინძლის რანგში, აჭარული დერბი ქობულეთის “შუქურასთან” ფრედ – 1:1 დაასრულეს. […]