კარიერის მატჩი | ბითაძემ ჰიუსტონს 23 ქულა 100%-იანი სიზუსტით ჩაუგდო
გოგა ბითაძემ დღეს NBA-ში კარიერის მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავისთვის სარეკორდო, 23 ქულის ჩაგდება მოახერხა. “ინდიანა პეისერსმა” გამთენიისას “ჰიუსტონ როკეტსი” 121:118 დაამარცხა. ბითაძე, რომელიც პარკეტს მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, მალკოლმ ბროგდონთან ერთად გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო. გოგამ 26 წუთში 23 ქულა (6-დან 6 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 9 მოხსნა, 3 ასისტი, 3 […]
ოფიციალურად: რიკ კარლაილი ინდიანა პეისერსის მთავარი მწვრთნელია
ახალი სეზონიდან “ინდიანა პეისერსის” მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი იქნება. ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე NBA-ში უკვე მესამე სპეციალისტთან იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ წარუმატებელი სეზონის შემდეგ, გუნდმა ნეიტ ბიორკგრენი გაათავისუფლა, ხოლო მანამდე ნეიტ მაკმილანი დაითხოვა. რაც შეეხება კარლაილს, ის 2008 წლიდან “დალას მავერიქსში” მუშაობდა. 61 წლის მწვრთნელმა გუნდი საკუთარი სურვილით მას შემდეგ დატოვა, რაც “დალასიდან” გენერალური მენეჯერი წავიდა. […]