ვეტერანი ფეხბურთელები რომლებიც კვლავ შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებენ (ფოტოები)
საფეხბურთო და ზოგადად სპორტული პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ფორმის შენარჩნება არცთუ ისე მარტივია. კარიერის დასრულების შემდეგ ბევრ ცნობილ მსოფლიო ვარსკვლავს წონის პრობლემა ექმნება. საკმაოდ იშვიათია ფეხბურთელები, რომლებიც პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ იმ კარგ ფორმას ინარჩუნებენ და მეტიც, უკეთეს ფორმაშიც კი არიან ხოლმე. გთავაზობთ ფეხბურთელებს, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ კვლავ შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებენ. #1 კლარენს ზეედორფი […]
რიო ფერდინანდისა და გარი ლინეკერის რეაქცია ლეო მესის ჯარიმაზე (ვიდეო)
ფერდინანდის მინიშნება – მესი ბარსელონას დატოვებს?!
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბარსელონამ” “ბაიერნთან” უმძიმესი მარცხი განიცადა – 2:8. აღნიშნული თამაშის შემდეგ “ბლაუგრანაში” არსებულ პრობლემებზე ბევრი ადამიანი ისევ ალაპარაკდა. “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ ლეო მესიმ, შესაძლოა, “ბარსა” დატოვოს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტი კლუბთან მომავალ წელს ეწურება, ხოლო ფერდინანდის აზრით მესი სიტუაციის გამოსწორებას ვეღარ დაელოდება. “კითხვა […]
რიო ფერდინანდის რეაქცია მანჩესტერის ბოლო გოლზე (ვიდეო)
მოურინიო, ფეხბურთელები თუ სისტემა, რა არის მანჩესტერის პრობლემა სინამდვილეში?
“ფეხბურთი სპორტი არაა, ფეხბურთი ცხოვრებაა”, ეს ფრაზა მეგობრებთან საუბრისას ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს უთქვამს და რაც არ უნდა გაცვეთილად ჩავთვალოთ მასში სრული ჭეშმარიტების ამოკითხვა შეიძლება, მართლაც ფეხბურთი ცხოვრებაა, და ამ ცნების ჭეშმარიტების დამტკიცება თუ გსურთ, საკმარისია ერთხელ მაინც უყუროთ ისეთ დაპირისპირებებს, როგორებიცაა გლაზგო – სელტიკი, ბოკა – რივერი, მილანი – ინტერი და კიდევ უამრავი დერბი თუ არადერბი […]
რიო ფერდინანდი: “ამის დაწერა მარტივი არ არის …”
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა – რიო ფერდინანდმა, “ლივერპულს” გაჩემპიონება სოციალურ ქსელში მიულოცა. “ვულოცავ “ლივერპულს” 2019/20 წლების სეზონის პრემიერ ლიგის სეზონში ჩემპიონობას. 28 მატჩის მოგება 31 თამაშიდან ეს დიდებულია, მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებთ. საფუძვლიანად დამსახურებული ჩემპიონობა. ჩემთვის ამის დაწერა მარტივი არ არის”. – ნათქვამია განცხადებაში.
რიო ფერდინანდმა პენალტის მომენტზე ხმაურიანი კომენტარი გააკეთა
რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონთა ლიგაზე “იუნაიტედმა” ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქამ-ბექი შეასრულა. მანჩესტერულმა გუნდმა, რომელმაც პირველი მატჩი 0:2 წააგო, დღეს “პსჟ” ბოლო წუთებზე გატანილი პენალტით 3:1 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. “წითელი ეშმაკების” ლეგენდარულმა მცველმა, რიო ფერდინანდმა თერთმეთმეტრიანის ეპიზოდი შეაფასა. “არ ვფიქრობ, რომ ეს პენალტი იყო, მაგრამ როდესაც მცველი ხარ, ბოლო წუთზე ასეთი ცუდი თამაშისთვის […]
რიო ფერდინანდისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის პირისპირ დგომი | VIDEO
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრას, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონს” დაუპირისპირდა, განსაკუთრებული სტუმრები ესწრებოდნენ. “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილ პუბლიკასთან ერთად, მატჩს უსეინ ბოლტი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, სერ ალექს ფერგიუსონი, რიო ფერდინანდი და პატრის ევრაც ადევნებდნენ თვალს. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ლეგენდა UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი – ხაბიბ ნურმაგომედოვი, ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარულითაა ცნობილი. მატჩის დაწყებამდე ნურმაგომედოვი “მანჩესტერ […]
პატრის ევრამ საუკეთესო თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი დაასახელა
“მანჩესტერ იუნაიტედის,” “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, თანაგუნდელებისგან დაკომპლექტებული საუკეთესო გუნდი დაასახელა. საინტერესოა, რომ 38 წლის ფრანგის გუნდში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. ევრამ გუნდს მიღმა უეინ რუნი, ნემანია ვიდიჩი და მაიკლ კერიკი დატოვა. ყველაზე დიდი კამათი კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჯორჯო კიელინის განმწესებამ გამოიწვია. მეკარე – ედვინ ვან დერ სარი ჯანლუიჯი […]
ფერდინანდმა ვან დაიკი გააკრიტიკა და გაშვებულ გოლში დაადანაშაულა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ და საფეხბურთო მიმომხილველმა რიო ფერდინანდმა ვირჯილ ვან დაიკი მწვავედ გააკრიტიკა. ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ბარსელონამ” სამი უპასუხო გოლი გაუტანა “ლივერპულს”. მატჩის დასრულების შემდეგ, რიო ფერდინანდმა მერსისაიდელთა დაცვის ბურჯი, ვირჯილ ვან დაიკი გააკრიტიკა. “სუარესის გოლში დამნაშავე ვან დაიკია. სუარესი ვან დაიკს უნდა აეყვანა. 9 ნომერი, სწორედ რომ ვან დაიკის ასაყვანი იყო […]
ფერდინანდი: ,,მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, რონალდუს ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო”
,,მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი ,,იანგ ბოიზთან” მატჩში კრიშტიანუ რონალდუს გამოცვლის შემდეგ, პორტუგალიელის ქმედებას გამოეხმაურა – 36 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან რამდენიმეჯერ წამოდგა და ფეხბურთელებს მითითებები მისცა. ,,სიმართლე გითხრათ, მთავარი მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, რონალდუს ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო. რა თქმა უნდა, ეს კრიშტიანუ რონალდუა და ბევრი იტყვის, რომ ის უბრალოდ ემოციური ადამიანია, მას ყველა მატჩის […]
ფერდინანდი: ბარსელონამ უემბლიზე გაკვეთილი ჩაგვიტარა
2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კატალონიის “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა. “ბლაუგრანამ” “ეშმაკებისგან” ქვა ქვაზე არ დატოვა და უშანსოდ დაამარცხა. იმ შეხვედრაში გვარდიოლას გუნდიდა თავი პედრომ, მესიმ და ვილამ გამოიჩინეს. “იუნაიტედიდან” კი უეინ რუნიმ. რიო ფერდინანდმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა ის ემოციები, რაც მატჩის დასრულების შემდეგ ჰქონდა: “ვიდექი და ვუყურებდი, თუ როგორ აღნიშნავდნენ მოგებულ ტიტულს. ჩემს გვერდით […]