დღეს რივალდოს დაბადების დღეა !!
1972 წლის 19 აპრილს, ბრაზილიის ქალაქ რესიფში პატარა ბიჭი დაიბადა და სახელად რივალდო დაარქვეს. რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა გაიზარდა და საოცარი ფეხბურთი ითამაშა. ყველა ბრაზილიელისთვის რივალდო საყვარელ ფეხბურთელად იქცა. დღეს ბრაზილიელს 48 წელი შეუსრულდა. რივალდოს კარიერის განმავლობაში უთამაშია ისეთ კლუბებში, როგორებიც “მილანი” და “ბარსელონა” არიან. გავიხსენოთ ბრაზილიელი ლეგენდის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული გოლი, […]
ემილ ჰესკის მოგონება: “რივალდოს უნდოდა, რომ ბრაზილიის ნაკრებში მეთამაშა”
ინგლისის ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელი ემილ ჰესკი 2002 წლის მუნდიალზე ბრაზილიასთან დაპირისპირებას და რივალდოს სიტყვებს იხსენებს. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა კითხვაზე, თუ რომელ ფეხბურთელს აირჩევდა მეტოქის ბანაკიდან თავის გუნდში სათამაშოდ, სწორედ “ლივერპულისა” და “ლესტერის” ყოფილ ფორვარდზე მიუთითა. თანაც ეს მაშინ, როცა ბრიტანელებს “ოქროს თაობა” ჰყავდათ და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დევიდ ბექემი, მაიკლ ოუენი, პოლ სქოულზი, რიო ფერდინანდი და […]
გულშემატკივრებმა მე-20 საუკუნის 25 საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს
სპორტულმა გამოცემა “რანკერმა” გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და გამოავლინა მე-20 საუკუნის 25 საუკეთესო ფეხბურთელი. 25. იარი რანტანენი ბევრ გულშემატკივარს იარი არ ემახსოვრება და უცნაირია, რომ ამ სიაში მოხვდა. რანტანენი 2 სეზონის განმავლობაში(1987/1989) “ლესტერში” ასპარეზობდა, სადაც 21 გოლის გატანა მოახერხა. არასახარბიელო დასაწყისი.. 24. ოლეგ სალენკო რუსი ფეხბურთელი, რომელმაც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ თამაშში 5 გოლი გაიტანა. სხვა […]
რომელი გუნდის ფეხბურთელებს აქვთ მეტი ოქროს ბურთი – რეალისას თუ ბარსელონას?!
გუშინ, 2 დეკემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემინიალი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც არგენტინელი ვარსკვლავი – ლეო მესი გახდა. ეს მისთვის მე-6 ოქროს ბურთია. ფეხბურთის მოყვარულთათვის მეტად საინტერესო ფაქტია, თუ რომელიც გუნდის წარმომადგენლებს აქვთ ყველაზე მეტი ოქროს ბურთი მოგებული. “ბარსელონა” ყველაზე მეტი ოქროს ბურთის მფლობელები “ბარსელონას” ჰყავს. პირველად კატალონიური კლუბის ისტორიაში ოქროს ბურთს ესპანელი ლუის […]
ფეხბურთელები რომლებიც ერთად თამაშობდნენ და თითქმის არავინ იცის
დღევანდელ სტატიაში გაეცნობით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ერთად, ერთ გუნდში თამაშობდნენ, მაგრამ თითქმის არავინ იცის. ადელ ტაარაბტი და კაკა ტაარაბტი “მილანში” 2014 წელს იჯარის წესით ასპარეზობდა. იმ პერიოდში ბრაზილიელი ვარსკვლავი მადრიდის “რეალიდან” დაბრუნდა და იტალიურ გრანდს შეუერთდა. ამ ფეხბურთელებმა ერთად 14 მატჩში მიიღეს მონაწილეობა პეპ გვარდიოლა და ფრანჩესკო ტოტი 2001 წელს “ბარსელონას” დატოვების შემდეგ, პეპ გვარდიოლა […]
რივალდომ ბარსელონას ნეიმარის თაობაზე რჩევა მისცა
რივალდომ კატალონიური გრანდის მესვეურებს ნეიმარის “კამპ ნოუზე” დაბრუნება ურჩია. ბრაზილიელი ლეგენდა მიიჩნევს, რომ ნეიმარმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც “ბარსელონა” დატოვა და ახლა კვლავ დაბრუნების დროა. “ყველაფერი ვიცით, რაც ნეიმარს შეემთხვა. მისი წასვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო, მას არ უნდა დაეტოვებინა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი. მიუხედავად ყველაფრისა, იგი მოწადინებულია რომ დაბრუნდეს. იმედი მაქვს “ბარსელონას” პრეზიდენტი და მმართველი […]
რივალდო: “კოუტინიოს წარუმატებლობა მესის ბრალია”
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო თანამემამულის, ფელიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” ცუდ თამაშს მესის “აბრალებს”.
რივალდო: “რეალს ერიკსენი და პოგბა არ სჭირდება”
არაერთმა გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ პოლ პოგბა და კრისტიან ერიკსენი “რეალს” დაუკავშირა. სატრანსფერო სპეკულაციების ფონზე, ერიკსენისა და პოგბას “ბერნაბეუზე” გადასვლის შესაძლებლობას რივალდო გამოეხმაურა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კრისტიან ერიკსენი და პოლ პოგბა იდეალური ვარსკვლავები არიან, რომლებიც ნებისმიერ გუნდს მოერგებიან მაგრამ “რეალს” ეს ორი ვარსკვლავი არ სჭირდება. “პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” ნახევარდაცვის გადახალისებას ერიკსენისა და პოგბას […]
რივალდო: “ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ნეიმარი სჭირდება”
“ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რივალდომ, საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კატალონიელებს წარმატების მისაღწევად “პარი სენ-ჟერმენიდან” ნეიმარის დაბრუნება სჭირდებათ. “ჩემი აზრით, ნეიმარი არის ის ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონას” სჭირდება. მას აქვს ყველა თვისება და უნარი, რომ გულშემატკივარის სიყვარული დაიბრუნოს და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს,” აღნიშნა რივალდომ. ადრე გაკეთებულ განცხადებაში, რივალდომ ნეიმარი “ბარსელონას” დატოვებისთვის საჯაროდ გააკრიტიკა. […]
გავიხსენოთ: რივალდოს გამარჯვების მაკრატელა ბოლო წუთებზე (ვიდეო)
რივალდო: ნეიმარს ბარსელონა არ უნდა დაეტოვებინა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რივალდომ, მის თანამემამულე ნეიმართან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ნეიმარმა “ბარსელონას” დატოვებით ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. აქამდეც არაერთხელ მითქვამს – “ბარსელონას” დატოვება ცუდი გადაწყვეტილება იყო. მეორე მხრივ, ყველა ადამიანი თავად ირჩევს ცხოვრების გზას. ნეიმარი ჯერ 27 წლისაა და მას კატალონიაში დაბრუნება კერ კიდევ შეუძლია. ის დიდებული ფეხბურთელია და სავარაუდოდ, “ბარსელონაში” მისი […]
ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა
პსჟ-ს” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარმა, “ლივერპულთან” გატანილი გოლის შედეგად, ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა. აქამდე ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი კაკას ჰქონდა გატანილი (30), თუმცა ნეიმარმა ბრაზილიელი ლეგენდის რეკორდის მოხსნა შეძლო. რეიტინგში მესამე პოზიციას რივალდო იკავებს, რომლის ანგარიშზე 27 გოლია.