ლეგენდების ელ კლასიკო | ბარსელონა რეალის დაპირისპირების თარიღი ცნობილია
“ბარსელონასა” და “რეალის” ლეგენდების დაპირისპირება თელ-ავივში შედგება. კატალონიური გრანდისა და სამეფო კლუბის ლეგენდების მატჩი, 20 ივლისს, “ბლუმფილდზე” გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” შემადგენლობაში ისეთი სახელოვანი ვარსკვლავების ხილვა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა: რონალდინიო, რივალდო, დეკო, გაიზკა მენდიეტა, ხავიერ სავიოლა და რონალდ დე ბური. აღსანიშნავია, რომ ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ლეგენდების “ელ კლასიკოზე” ვიხილავთ. […]
ზუსტად 19 წლის წინ – რივალდოს ულამაზესი მაკრატელა ვალენსიას კარში (ვიდეო)
რივალდომ ბარსელონას ნეიმარის თაობაზე რჩევა მისცა
რივალდომ კატალონიური გრანდის მესვეურებს ნეიმარის “კამპ ნოუზე” დაბრუნება ურჩია. ბრაზილიელი ლეგენდა მიიჩნევს, რომ ნეიმარმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც “ბარსელონა” დატოვა და ახლა კვლავ დაბრუნების დროა. “ყველაფერი ვიცით, რაც ნეიმარს შეემთხვა. მისი წასვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო, მას არ უნდა დაეტოვებინა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი. მიუხედავად ყველაფრისა, იგი მოწადინებულია რომ დაბრუნდეს. იმედი მაქვს “ბარსელონას” პრეზიდენტი და მმართველი […]
რივალდო ბართომეუს აკრიტიკებს და ბარსელონას პრობლემებზე საუბრობს
საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემატიკა “ბარსელონას” ამჟამინდელი არასახარბიელო სათამაშო დონეა, რომელსაც კრიტიკოსები აქტიურად განიხილავენ. ბოლო პერიოდში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თუ კლუბის თავკაცი კვლავ ბართომეუ იქნება მომდევნო სეზონიდან ლეო მესი გუნდს დატოვებდა, რამაც საკითხი კიდევ უფრო გაამძაფრა. “ბარსელონას” საკითხს ამჯერად ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი – რივალდო გამოეხმაურა. “ზოგჯერ თქვენ გაქვთ უფლება აღშფოთდეთ მსაჯების […]
რივალდო: “ეს მესის ბოლო სეზონია ბარსელონაში”
“ბარსელონას” ყოფილი ფორვარდის რივალდოს აზრით, ხელმძღვანელები ვერ მოახერხებენ მესის დარწმუნებას, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულში ლეოს “ბლაუგრანას” დატოვება სურდა, მაგრამ “ბარსას” მესვეურებმა მას უფასოდ წასვლის უფლება არ მისცეს. “ბარსელონა” ფეხბურთელებს ხელფასის შემცირებაზე არაერთხელ მოელაპარაკა. გარდა ამისა, ანაზღაურების სერიოზულ ცვლილებებს ისინი კიდევ გეგმავდნენ, რაზეც მოთამაშეებისგან უარი მიიღეს. ეს კიდევ უფრო […]
რივალდო: “რეალს ერიკსენი და პოგბა არ სჭირდება”
არაერთმა გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ პოლ პოგბა და კრისტიან ერიკსენი “რეალს” დაუკავშირა. სატრანსფერო სპეკულაციების ფონზე, ერიკსენისა და პოგბას “ბერნაბეუზე” გადასვლის შესაძლებლობას რივალდო გამოეხმაურა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კრისტიან ერიკსენი და პოლ პოგბა იდეალური ვარსკვლავები არიან, რომლებიც ნებისმიერ გუნდს მოერგებიან მაგრამ “რეალს” ეს ორი ვარსკვლავი არ სჭირდება. “პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” ნახევარდაცვის გადახალისებას ერიკსენისა და პოგბას […]
რივალდო: “ნეიმარი სწორ გზაზე დადგა, ასე ოქროს ბურთს მოიგებს”
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ გამოთქვა მოსაზრება, რომ “პსჟ-ს” თავდამსხმელს, ნეიმარს რამდენჯერმე შეეძლო ოქროს ბურთის მოგება. “ნეიმარმა ქება დაიმსახურა ფეხბურთზე კონცენტრირების გამო. მისი დამოკიდებულება “პსჟ-სთვის” კარგი ნიშანი შეიძლება იყოს ჩემპიონთა ლიგის განახლების წინ. ის უკვე 28 წლისაა, ასე რომ, ალბათ თავადაც გრძნობს, დადგა დრო, რომ გახდეს წარმოუდგენელი მოთამაშე. მას ორჯერ ან სამჯერ შეეძლო ოქროს ბურთის […]
რივალდო: “ბარსელონამ შეცდომა დაუშვა – მესი უნდა გაეყიდათ”
“ბარსელონას” ლეგენდარულმა მოთამაშემ რივალდომ ლეო მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბმა შეცდომა დაუშვა, როცა მესი ზაფხულში არ გაყიდა. ლეგენდარულ ბრაზილიელს მიაჩნია, რომ “ბარსელონამ” დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მესი არ გაყიდა, სანამ ამის შანსი ჰქონდათ. კატალონიური კლუბი მძიმე ფინანსურ კრიზისშია. “ბლაუგრანამ” რამდენიმე დღის წინ გასული წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კლუბის ვალი 1.2 მილიარდ […]
ზუსტად ამ დღეს 18 წლის წინ რივალდომ ვალენსიას ჰეთ-თრიკი შეუსრულა (ვიდეო)
“სულ მცირე 2-3 წელს მესი კვლავ უმაღლეს დონეზე ჩაატარებს”,- რივალდო
“ბარსელონას” ყოფილმა ლეგენდარულმა მოთამაშემ რივალდომ ლეო მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი მინიმუმ 2-3 წელი კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშებს. როგორც ცნობილია, ლეო მესის საკმაოდ რთული პერიოდის გამოვლა მოუწია: არგენტინელს გასულ ზაფხულს გუნდის დატოვება სურდა, თუმცა გუნდმა მის სანაცვლოდ €700 მილიონი მოითხოვა, რაც არარეალური თანხა იყო და მეტიც, ეს იმას ნიშნავდა, რომ გუნდი მესის […]