ლეგენდარული იტალიელი შემტევი იუბილარია – რობერტო ბაჯო, რომელმაც გულშემატკივარს თავი საოცარი ტექნიკით და სანახაობრივი გოლებით დაამახსოვრა, 52 წლის გახდა. ბაჯო უმეტესად მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მას შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც ხშირად ნახავდით. ტექნიკურ, კრეატიულ მოთამაშეს ბურთის დამორჩილება ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლო და ამასთან, გოლის გატანის შესანიშნავი ალღოთი გამოირჩეოდა. ანდრეა პირლოს გადაცემა და ბაჯოს საოცარი ტექნიკის დემონსტრირება […]