UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ლა ლიგის მრავალგზის ტრიუმფატორის – კარლეს პუიოლის პირად აქტივში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლებიც მოიპოვება. ტიტულებით დახუნძლული პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, პუიოლმა სახელი გაითქვა, როგორც მენტალურმა მონსტრმა, რომელსაც გამარჯვების მოპოვება ნებისმიერ ფასად სწყუროდა. ხასიათის სიმტკიცე და შეუპოვარი ბრძოლა – სწორედ ეს განასხვავებდა პუიოლს დანარჩენი მსოფლიოსგან. პუიოლი ნამდვილი კაპიტანი იყო! […]